reportiori.ge - რატომ გაბრაზდა სოსო ჯაჭვლიანი ზაზა ხატიაშვილზე?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:44
ინტერვიუ
რატომ გაბრაზდა სოსო ჯაჭვლიანი ზაზა ხატიაშვილზე?
ავტორი:
20 იანვარი, 2014. 15:13

„ნაციონალები“ უკვე იცინიან... მეტიც, ბოლო დროს ყველა სიტყვაზე გამოკიდება ისწავლეს და საკმარისია, ვინმე გალეშილს მანქანა დარჩეს სადღაც, ყვირიან, რომ ქვეყანაში კრიმინალური სიტუაცია გაუარესდა. ივანიშვილის გამონათქვამების კალენდარსაც უშვებენ, რათა საზოგადოება აახითხითონ და ამასობაში თავიანთი საქმე აკეთონ. „ქართული ოცნება“ დუმს, ამ კუთხით ნამდვილად არ იგრძნობა არავითარი შემოქმედებითი წვა. ამ თემაზე „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოსო ჯაჭვლიანი ესაუბრება.

 

 

– სოსო, საქმის ვითარება ასეთია: თურმე „ნაციონალები“ ვაჭრობდნენ იარაღით, მერე ამ შავი ფულით ყიდულობდნენ „დუბინკებს“, ჭერში აწყობდნენ და როცა გავატრაკებდით, თავში გვირტყამდნენ.

– ნელ-ნელა ხომ ყველა რწმუნდება, ესენი ვინ არიან? იცი, საქმე სადამდე მივა? 2008 წლის ომი და მთელი დავიდარაბა აწყობილი იყო ფულის კეთებაზე. დაუკვირდი, როცა ომი დაიწყო და ერთ დღეში დამთავრდა, მაგათ თბილისში „ტანციმანცები“ გამართეს. კოდორი ტყვიის გასროლის გარეშე ჩააბარეს, იარაღი ხელუხლებელი დატოვეს. კოდორელებს ეუბნებოდნენ, თუ მანდედან არ გამოხვალთ, თბილისს დაბომბავენო. ამათ წარმოიდგინეს, მილიონნახევრიან ქალაქს მართლა დაბომბავენო და გამოვიდნენ, როცა პროვოკაციაზე გაგებენ, რა უნდა ქნა? „ნაციონალური მოძრაობა“ არის ხულიგნების სექტა.

 

 

– თუ დამტკიცდა, რომ ეს პარტია წლების განმავლობაში ფინანსდებოდა შავი ფულით, მაშინ უნდა აიკრძალოს.

– დიახ, უნდა აიკრძალოს აუცილებლად. ბიჭო, ის 40 პროცენტი, რაც მაგათ მიიღეს პარლამენტში, გაყალბებულია. მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ანგელოზები ვართ, შენსას თუ არ იტყვი, ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს და არაფერს აღარ დაგიჯერებს. თუ მოტყუებას დაიწყებ, გეტყსვიან, „დავაი“ ეხლა, დაახვიე აქედანო! როცა პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობ, მინდა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ზაზა ხატიაშვილს ვუთხრა ერთი რაღაცა, რომელიც დადის და ლაპარაკობს, სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტში კანონი დაარღვია და ეს ყველაფერი უსუფაშვილმა დამალაო. თურმე მე ბარამიძეს ტყუილად ვუთხარი, ჩმორი ხარ-მეთქი, პირიქით, აქეთ ვყოფილვარ ჩმორი, რადგან იმ კანონს მივეცი ხმა, რომლის მიხედვითაც მოწმე უნდა დაიკითხოს პროკურატურაში და პოლიციაში.

 

 

– მე ერთი რამე ვიცი, „ნაციონალები“ ცდილობენ, ეს საქმე გადაიტანონ კუბლაშვილის სასამართლოში და მერე იბაირამონ.

– მომისმინე, მე ჩემებურად აგიხსნი ყველაფერს, სვანურად: მე ზაზას კარგად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ერთი წელიწადია, მასთან ვერ მოვახერხე დაკავშირება, ტელეფონი ან სულ გამორთული აქვს, ან არ მპასუხობს. არადა, ძალიან მინდოდა, რაღაცები მეკითხა. თუ მე ცუდად ვიქცევი, დამირეკე, შე კაი დედმამიშვილო და მითხარი: სოსო, რა გჭირს, რატომ იქცევი ასე?! ჩემთან დაკავშირება ძალიან ადვილია, მე ტელეფონის ნომერი არ შემიცვლია, ისევ ძველი ტელეფონი მაქვს. მე არც ნომრებს ვიცვლი, არც მეგობრებს და არც მრწამსს! დიახ, მე მივეცი ამ კანონს ხმა... როცა ადამიანი მივა სასამართლოში, მას შეუძლია, თქვას: კი, ბატონო, პოლიციაში ან პროკურატურაში დამკითხეს, ჩვენება ძალის გამოყენებით მიმაცემინეს და ახლა ვიტყვი სიმართლეს! მე ვიცი, რომ აქ არის რაღაც უხერხულობა, მაგრამ, როცა სასამართლო „ნაციონალების“ ხელშია, კიდევ ერთი კოზირი რატომ უნდა ჩაუვარდეთ? როცა თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, მაშინ რატომ არ იკლავდნენ თავს ამ კანონის მიღებისთვის? ახლა გეტყვი ბარამიძეზე... მე ამ ადამიანისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, სანამ თვითონ არ დაიწყო პრანჭვა. მთელმა საქართველომ ნახა ეკრანზე, როგორ იქცეოდა ის, როცა მე ვლაპარაკობდი. გიორგი ბარამიძე ხულიგნური სექტის წევრია! მე რაც ჩავიდინე პარლამენტში, ამის გამო საზოგადოებას ბოდიში მოვუხადე, სექტანტებს უნდოდათ, ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანათ, მაგრამ არ გამოუვიდათ! მე არ ვიცი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, როცა მკვლელი, ეკლესიის შეურაცხმყოფელი და ქვეყნის გამყიდველი აქეთ მაყენებდა შეურაცხყოფას? მეც ხომ ადამიანი ვარ, გელა?! სხვათა შორის, ამ თემაზე არც ზაზა ხატიაშვილს უთქვამს რამე და ჩემთვის ყველაფერი გასაგებია! მე მას ერთ რჩევას მივცემ: მე რას მივეცი ხმა და რას – არა, ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთ წევრთან, ჩემთვის პატივსაცემ ადამიანთან, ელისო ჩაფიძესთან გაიაროს კონსულტაცია. ელისო არის მისი მეუღლის და. ისე, მე როცა პარლამენტში ღილაკს თითს ვაჭერ, ყველა „მიჭერა“ გააზრებული მაქვს... ცხოვრებაში „მიჭერის“ გარეშე არაფერი კეთდება. ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და ისეთ ადგილებში არუნდა „მივაჭიროთ“, რომ ვინმეს გული ვატკინოთ!

 

 

– დავუბრუნდეთ მთავარ თემას, ანუ „ნაციონალების“ გაიძვერობას და „ოცნების“ პასიურობას... დაუკვირდი, მთელი სატელევიზიო სივრცე მაგათ უკავიათ, თქვენ სად ხართ?

– კი, მთელი სატელევიზიო სივრცის 99 პროცენტი მაგათ უკავიათ...

 

 

– ჰოდა, რატომ?

– ჰო, მეც ეგ მიკვირს... როცა შენ არაფერი დაგიშავებია, როცა იცი, რომ მართალი ხარ, მაშინ ცოტა ინერტული ხდები. კაცო, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ესენი დამნაშავეები არიან? „ნაციონალებს“ დღესაც აერთიანებთ დანაშაული და ამიტომ გვეკიდებიან ყველა სიტყვაზე. ამ დროს ამათი გიჟი პრეზიდენტი საქვეყნოდ ბღაოდა, ყველანი ციხეშიო! დღეს გამოდიან და ლაპარაკობენ, პრემიერ ღარიბაშვილს სიტყვა ასე კი არა, ისე უნდა ეთქვაო. სააკაშვილი რომ ყოველგვარ იურიდიულ და მორალურ კანონს არღვევდა, ეს აღარ ახსოვთ. ყველანი ციხეში, ნულოვანი ტოლერანტობა, მე გავეცი ბრძანება! – ეს ვისი სიტყვებია?! თუ გინდა, ფარცხალაძის მომენტი ავიღოთ... რა თქმა უნდა, როცა ასეთი საკითხი წამოიჭრა, ის კაცი გადადგა, წავიდა. ის ფარცხალაძე ამათთან მუშაობდა წლების განმავლობაში და ღირსების ორდენებს იღებდა, მაგრამ მაშინ თურმე არ ეწერა არსად, რომ სანამართლევი იყო. როცა ამხელა თანამდებობაზე მიდიხარ, შენ თვითონ უნდა აღიარო ყველაფერი, უნდა იკითხო, ამა და ამ დროს რაღაც შემემთხვა და ეს ხელისშემშლელიხომ არ იქნება? თუ მე და შენ მეგობრები ვართ, ბოლომდე უნდა გაგიხსნა კარტები, ჩვენ ქვეყანა გვაბარია. აბა, რა მეგობრობაა, თუ ყოველდღე გამოვალ და ქებას დაგიწყებ? მოდი და პირდაპირ მითხარი, ასე კი არა, ისეთქო! სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი რაღაცა არ არსებობს... მიდის ზურგს უკან ქირქილი, სამარეს გათხრა და პირში კიდევ ყველა უცინის ერთმანეთს! იცი, ჩვენი დანაშაული რა არის? ვიღაცა რომ ჩამოდის და იწყებს ნოტაციების კითხვას მერაბიშვილზე ან უგულავაზე, იმას უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი. ბიჭო, 50 მილიონი მოიპარა კაცმა, თუ ძმა ხარ, ამაში მაინც ნუ ყოფ ცხვირს, რააა! უნა ავუხსნათ ყველას გასაგებად, რომ ესენი არიან ყაჩაღები და ქურდები, არსებობს ფაქტები! რომელ პრეზიდენტს იცავენ ესენი, რომელსაც გამოცხადებული ჰქონდა ოფიციალურად, ყველანი ციხეშიო?!

 

 

– სოსო, პოლიტიკაში არის ძალიან ბევრი ფრონტი... არა ერთი და ორი, არამედ, ბევრი. ახლა ერთ მაგალითს გეტყვი: „ნაციონალებმა“ გამოსცეს კალენდარი, სადაც გაშარჟებულია ბიძინა ივანიშვილი, მოტანილია მისი გამონათქვამები, ერთი შეხედვით, თითქოს ეს არაფერია, მაგრამ ესენი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიტუაცია გააშარჟონ და ხალხი აცინონ. ახლა, დავით პაიჭაძე რომ ასე „იგულავებს“ და იცინებს, თქვენზე არ უნდა გაბრაზდეს ხალხი? ძალიან ბევრი ფრონტი გაქვთ ასათვისებელი, მარტო ქუთაისში წინ და უკან სიარულით არაფერი გამოვა, იდეებია საჭირო, იდეები.

– თუ დავით პაიჭაძე და მისი ძმები კარგს იტყვიან ბიძინა ივანიშვილზე, მაშინ პირდაპირ შუბლში უნდა იკრა ტყვია. აბა, წარმოიდგინე, პაიჭაძემ რომ დაიწყოს ჩემი ქება... საზოგადოება რას იტყვის?

 

 

– იცი, საზოგადოება რას ამბობს? „ნაციონალები“ მაგარი ნიჭიერები არიან, ბიძინას თემითაც კი ფულს აკეთებენო.

– ნიჭიერი ნაძირალები არ გინახავს?

 

– რომ მინახავს, ამიტომაც გელაპარაკები, რომ თქვენი მხრიდანაც იდეებია საჭირო.

– მე საზოგადოებას ერთ რამეს ვეტყვი: თუ ნიჭიერი ნაძირალები გინდათ, მოვა არჩევნები და მათ მიეცით ხმა!

 

– კაცო, ეგრე არ არის საქმე... თქვენს მხარეს სიტუაცია ბუქსაობს და ამას უნდა მიხედვა.

– ჩემო გელა, ცუდი რა არის, იცი? როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილს უხარია, რაც მოხდა პარლამენტში, იქ რაღაც ვერაა კარგად. მე ვგულისხმობ ჩემთან დაკავშირებულ ინციდენტს.

 

 

– სოსო, გინდა, ერთი „კარგი“ რაღაცა წაგიკითხო? შენი კოლეგა კობა სუბელიანი წერს: „მძიმედაა ქვეყნის საქმე, მაგრამ ნუ გეშინიათ, მთავარია, ფიზიკურად არ გავქრეთ. თუ საჭირო გახდა,ყველაფერს თავიდან დავიწყებთ, შეცდომებს აღარ გავიმეორებთ. საქმე რომ ვიცით და ქვეყანა გვიყვარს, ამაში ეჭვიც არავის ეპარება“.

– ასე ვუპასუხებ – კობა, შენს იუმორს არა აქვს საზღვარი... ეს სვანური იუმორია. როცა კობა ამას წ,ერს, ალბათ, გულში კვდება სიცილით. კარგი, რა, კობა, კარგი!

 

 

- „ნაციონალები“ ამ დონეზე არ უნდა გათავხედებულიყვნენ.

– აი, შენ რომ გაბრაზდი, ეს უკვე კარგია... შენნაირად გაბრაზდა ძალიან ბევრი. ესენი ბოზი ქალივით იქცევიან, თუ წაასწარი და „ტრუსიკის“ აწევა მოასწრო, მერე აქეთ შემოგიტევს.

 

 

ამ ინტერვიუს შემდეგ მთელი დღე უშედეგოდ ვეძებდი ზაზა ხატიაშვილს. ძალიან მინდოდა, მასაც გამოეთქვა თავისი პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ძიებაში მისი ოჯახის წევრებიც ჩავრთე, ჩვენი გასაუბრება, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა...

 

გელა ზედელაშვილი

 

„კვირის ქრონიკა“

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016