სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა სხვადასხვა სამხედრო ბაზაზე სპეციალურ ტესტირებას გადის.
როგორც „რეპორტიორს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მათი განათლების დონის შემოწმება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“, მეხუთე და მეორე ქვეით ბრიგადებში, ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბაზაზე და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ტერიტორიაზე მოხდება.
ტესტირება 29 იანვრამდე გაგრძელდება და სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობის ზოგადი განათლების დონის შეფასებას ისახავს მიზნად. ტესტირების შედეგების მიხედვით, სამხედრო პოლიციელთა ის კონტიგენტი შეირჩევა, ვინც ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში პერსონალის გადამზადების კურსებზე გაიგზავნება. კურსი ეთა-ში შსს-ს პოლიციის აკადემიასთან ერთად 2014 წლის 4 მარტს დაიწყება და ოთხ თვეს გაგრძელდება. პირველ ეტაპზე 30 სამხედრო პოლიციელი გადამზადდება.