reportiori.ge - დასაქმებულ მოქალაქეთა ნაწილს დაუბეგრავი თანხა უკან დაუბრუნდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 05:41
ეკონომიკა
დასაქმებულ მოქალაქეთა ნაწილს დაუბეგრავი თანხა უკან დაუბრუნდება
ავტორი: ანა შანიძე
20 იანვარი, 2014. 16:55

საქართველოში დასაქმებულ ადამიანებს, რომელთა წლიური შემოსავალი 6000 ლარს არ აღემატება, დაუბეგრავი მინიმუმი მეორე და მესამე კვარტალში დაბრუნდებათ, - ამის შესახებ ფინანასთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

 

როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუმარტა, 1-ელ აპრილამდე მოხდება იმ ადამიანების შემოსავლების დეკლარირება, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება 500 ლარზე მეტი არ არის.

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უკვე აქვს დაზუსტებული ბაზები, რომელ ადამიანს დაუბრუნდება თანხა და ვის არ დაუბრუნდება. დაახლოებით, 170 მლნ ლარი დაბრუნდება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში. იქამდე კი, შემოსავლების სამსახური წინასწარ გამოაცხადებს და ადამიანებს, რომელთა დარიცხული შემოსავალი 6000 ლარზე ნაკლები ჰქონდათ, უნდა მივიდნენ ნებისმიერ კომერციულ ბანკში, წარადგინონ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ბანკის თანამშრომელი ბაზაში ინფორმაციას გადაამოწმებს და თუ ადამიანი მოთხოვნას აკმაყოფილებს, მის ანგარიშზე უახლოესი, ალბათ მეორე და მესამე კვარტლის განმავლობაში დაირიცხება მაქსიმუმ 360 ლარი ანუ 150 ლარი თვეში არის გათავისუფლებული გადასახადისაგან და აღნიშნული 150 ლარის 20% გამრავლებული 12-ზე, არის 360 ლარი, რომელიც დაუბრუნდება ადამიანებს მეორე და მესამე კვარტლის განმავლობაში“,აცხადებს მინისტრი.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016