reportiori.ge - კანცელარიასთან მოვაჭრეების საპროტესტო აქცია რამდენიმე საათია მიმდინარეობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:58
საზოგადოება
კანცელარიასთან მოვაჭრეების საპროტესტო აქცია რამდენიმე საათია მიმდინარეობს
ავტორი: ანა შანიძე
20 იანვარი, 2014. 17:52

მთავრობის კანცელარიასთან მოვაჭრეების საპროტესტო აქცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გორის ცენტრალური ბაზრის ფუნქციის შენარჩუნებას ითხოვენ.

 

მოვაჭრეებს ამ წუთებში სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი ხვდება.  შეხვედრაში 5 მოვაჭრე მონაწილეობს, თუმცა კონკრეტულად ვისთან იმართება შეხვედრა, კანცელარიის გარეთ მყოფი პირებისთვის უცნობია.

 

"ბაზრიდან გაგვყარეს და მიზეზად დაგვისახელეს იქ არსებული ანტისანიტარია. თუმცა, ამ ყველაფერს მოევლება. ახლა უნდათ ცენტრიდან გადაგვიყვანონ კარალეთში, ქალაქგარეთ. თუ ეს მოხდება, ჩვენ საარსებო წყაროს დავკარგავთ, რადგან კარალეთში პროდუქტის საყიდლად არავინ ამოვა", - განაცხადა  ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

 

მისივე თქმით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტულ აქციებს გააგრძელებენ.

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016