ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე „კვირის ქრონიკასთან“ საუბარში ლარის კურსთან დაკვშირებით საიმედო პროგნოზებს ვერ აკეთებს. როგორც ექსპერტი აცხადებს, ლარის კურსი ბოლო პერიოდში კატასტროფულად ეცემა, რაც საბოლო ჯამში ძალიან ცუდი შედეგით დასრულდება.
„თუკი ინვესტიცია არ გაჩნდა, ეს მადაგაუმძღარი სპეკულაციები მძიმე შედეგებს მოიტანს. ასე თუ შეაშინებენ ხალხს, რა გამოდის? ხალხი მიაკითხავს ბანკებს საკუთარი კაპიტალის გადასარჩენად და ასე ხომ საერთო უბედურებისკენ წავალთ? ისევ გაღარიბება იქნება.
ეს დევალაცია უდიდეს ზიანს მიაყენებს საზოგადოების მრავალ ფენას და მათ სახსრების გარეშე დატოვებს, რადგან გაუუფასურებს თავიანთ დანაზოგებს.“- აცხადებს ექსპერტი.
(მოამზადა თეო ტაბატაძემ)