reportiori.ge - ეკა ხერხეულიძე: კიტოვანი უკიდურესად განიცდის,რომ საერთოდ არ მომკლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 15:47
პოლიტიკა
ეკა ხერხეულიძე: კიტოვანი უკიდურესად განიცდის,რომ საერთოდ არ მომკლა
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 15:05

ყოფილი დეპუტატი ეკა ხერხეულიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრალდებებს პასუხობს.

"90-იან წლებში ცნობილი ლეკიანობის დროს,როდესაც ადამიანებს ქუჩიდან იტაცებდნენ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო ,მეც ბევრჯერ ვყოფილვარ განუკითხაობის მსხვერპლი.ერთ-ერთი მორიგი მიტინგის შემდეგ მე და ჩემი მეგობარი თამუნა ჩოგოვაძე (ორივე პირველი კურსის სტუდენტები გახლდით)თავისუფლების მოედნიდან გაგვიტაცეს.თამუნა მალე გაათავისუფლეს,მე სამი დღე მეძებდნენ . თბილისის ზღვაზე სტუდენტების მოთხოვნით შეხვედრა მოხდა კიტოვან-სიგუასთან ჩემი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.ვიდეო,რომელიც ასახავს ამ ფაქტს ,ბევრის მეხსიერებაში დარჩა ჩემი მონაწილეობით,თუმცა რეალურად იქ იმყოფებოდნენ გოჩა კელენჯერიძე და ანი შაყულაშვილი.ამ ფაქტს დიდი რეზონანსი მოყვა დასავლეთშიც და კიტოვანი იძულებული გახდა გავეთავისუფლებინე.თუმცა,ძალიან მალე ისევ დამაპატიმრა სამშობლოს ღალატის ბრალდებით და უკიდურესად განიცდის,რომ საერთოდ არ მომკლა,ვინაიდან ისე არავის აწუხებს ამ მაოხრებელის თავისუფლება,როგოც მე .მომდის უამრავი წერილი,რომ არ ვიღელვო მის ცილისწამებლურ განცხადებებზე და ყველას საჯაროდ გიცხადებთ-არ ვნერვიულობ ,პირიქით,ჩემთვის დიდი გამოწვევაა და არ ვაპირებ ძალმომრეობას დავნებდე" - აცხადებს ხერხეულიძე.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ კიტოვანმა „რეპორტიორთან ინტერვიუში ეკა ხერხეულიძე ნარკობიზნესში დაადანაშაულა.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016