reportiori.ge - თურქეთის საზღვარზე საგადასახადო რეჟიმს, ჯერ-ჯერობით ისევ თურქეთის მხარე არეგულირებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:45
პოლიტიკა
თურქეთის საზღვარზე საგადასახადო რეჟიმს, ჯერ-ჯერობით ისევ თურქეთის მხარე არეგულირებს
ავტორი:
15 ივლისი, 2013. 15:21

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ტაბატაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადამისი თქმით, 2013 წლის 30 ივნისიდან თურქეთის ტერიტორიაზე ამოქმედდა დროებით სანომრე ნიშნიანი დახურული ფურგონის ტიპის სატრანსპორტო საშუალებებზე დაწესებული სატანზიტო გადასახადი.

კერძოდ, დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ეს შეადგენს 1200 ევროს, ხოლო ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 600 ევროს. აღსანიშნავია, რომ მითითებული გადასახადი ჯერ კიდევ 2010 წლის მარტში შემოიღეს, თუმცა მისი მოქმედება საქართველოს მოქალაქეებისთვის რამდენჯერმე იყო გადავადებული, კერძოდ 2010 წლის 1 მაისამდე, 2010 წლის 1 სექტემბრამდე და ამის შემდეგ 2013 წლის 30 ივნისამდე.

გიორგი ტაბატაძის განცხადებით, თურქეთის საზღვარზე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების დაბეგვრა 2013 წლის 1 ივლისიდან განახლდა, რის შესახებაც, თურქეთის მხარემ წინასწარ აცნობა საქართველოს მთავრობას.

როგორც საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, საშეღავათო რეჟიმის გახანგრძლივებისა და საკითხის მოგვარების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ამ ეტაპზე, აქტიურ მუშაობას აწარმოებს თურქულ მხარესთან, თუმცა ჯერჯერობით, რაიმე ცვლილება ამ მიმართულებით არ არის. შესაბამისად, საზღვარზე მოქმედებს ის საგადასახადო რეჟიმი, რომელიც თურქეთის მხარის რეგულაციებით არის განსაზღვრული.

სატრანზიტო გადასახადი დაწესებულია თურქეთის ხელისუფლების მიერ და იგი ვრცელდება არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, არამედ, თურქეთის ტერიტორიაზე შემავალ ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე. უბრალოდ, ის საშეღავათო პერიოდი, რომელიც მოქმედებდა საქართველოსთვის, დასრულდა და საკითხის გადაწყვეტამდე საქართველოს მოქალაქეებს მოუწევთ დაემორჩილონ თურქეთის მხარის მიერ დაწესებულ რეგულაციებს“, – დასძინა გიორგი ტაბატაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რეპორტიორს  საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე  დაუკავშირდა, რომელიც აცხადებდა, რომ  საბერძნეთი-თურქეთის საზღვართან ოცამდე მიკროავტობუსია გაჩერებული და საქართველოს მოქალაქეებს, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად,  რამდენიმე დღეა საზღვართან უწევთ ყოფნა. ხუთშაბათის შემდეგ აქ ვიმყოფებით, ჩვენგან ითხოვენ თანხას, მაგრამ არ არიან ჩამოყალიბებული, რამდენი უნდა გადავიხადოთ. თავიდან 800 ევროს გვთხოვდნენ, დღეს კი ეს თანხა  2500 ევრომდე გაიზარდა. დავუკავშირდით თურქეთში საქართველოს საკონსულოს  და დახმარება ვთხოვეთ, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად უკვე ძალიან გვიჭირს აქ ყოფნა. გვაინტერესებს, მოგვაქცევს თუ არა ვინმე ყურადღებას? გავიგეთ,რომ ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და აქვს თუ არა აზრი ორშაბათამდე აქ დარჩენას? ვითხოვთ, ვინმემ გაგვცეს პასუხი“, – აცხადებდა რეპორტიორთან საუბარში საქართველოს მოქალაქე

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016