reportiori.ge - მანანა ნაჭყებია : განათლების სფეროში დაფინანსება უნდა გაორმაგდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 15:55
პოლიტიკა
მანანა ნაჭყებია : განათლების სფეროში დაფინანსება უნდა გაორმაგდეს
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 15:41

„ახალი მემარჯვენეები" განათლების ბიუჯეტის გაორმაგებას მოითხოვენ. ამ თემაზე პრესკონფერენცია გამართა პარტიის წევრმა მანანა ნაჭყებიამ. ის მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების შედეგებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ცუდი შედეგები სწორედ დარგის არასწორმა დაფინანსებამ გამოიწვია. ნაჭყებიას აზრით მთლიანად უნდა შეიცვალოს პედაგოგთა პროფესიული განვითარების დაფინანსების მოდელიც.

„ის განცხადებები რომელიც გაკეთდა განათლების მინისტრის მხრიდან, რომ მათ აქვთ შემუშავებული სტრატეგია და ამ სტრატეგიის თანახმად ისინი მიმართავენ საგანგებო ზომებს, იმ სფეროში სადაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება მასწავლებელს, - ასე ჩვენ შორს ვერ წავალთ. ამას სჭირდება ძალიან სერიოზული გარღვევა, განათლების სფეროში. დაფინანსება მინიმუმ უნდა გაორმაგდეს და ბიუჯეტიდან არსებული დაფინანსების 8%-ის ნაცვლად, ის უნდა გახდეს 16%-ი,"- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016