reportiori.ge - ნუ აიძულებთ პატარებს აკეთონ ის, რაც თქვენ გსურთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:40
სხვადასხვა
ნუ აიძულებთ პატარებს აკეთონ ის, რაც თქვენ გსურთ
ავტორი:
21 იანვარი, 2014. 17:45

ყველა მშობელს აღზრდის საკუთარი მეთოდი აქვს შემუშავებული თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მშობლის პოზიცია არასწორია. ნუ გააკეთებინებთ ბავშვს იმას, რაც თქვენი აზრით, ვითომ, მისივე კეთილდღეობისთვისაა საჭირო. აი, ზოგიერთი მაგალითი:

 

ტყუილი - თუნდაც უმნიშვნელო ("უთხარი, რომ სახლში არ ვარ") სავალალო შედეგამდე მიგიყვანთ. ბავშვი იფიქრებს, რომ რადგან დედა იტყუება, ეს ცუდი საქციელი არაა და მარტო თქვენ კი არ მოგატყუებთ, არამედ გარშემო მყოფებსაც. თავად კი შეიძლება ვერც კი მიხვდეთ, როდის გატყუებთ ბავშვი და როდის - არა. მას ტყუილის თქმის ოსტატობას თქვენ ბავშვობაში აზიარეთ.


გამოკვება, როცა ბავშვს არ შია - არსებობს პედიატრების მიერ შემუშავებული კვების ნორმები, რომლის მიხედვით, დედამ შვილი განსაზღვრულ ასაკამდე უნდა კვებოს. მაგრამ ზოგიერთი მშობელი მიიჩნევს, რომ ბავშვს თავისი სურვილისა და დროის მიხედვით უნდა აჭამოს. ყველას განსხვავებული მოთხოვნილება აქვს. ზოგი ბევრს ჭამს, ზოგი - ცოტას, მაგრამ ორგანიზმს თავად შეუძლია განსაზღვროს, რამდენი ჭამოს და დალიოს და როდის. მშობლის მიზანია, ჯანმრთელი შვილი გაზარდოს და არ გამოტიკნოს იგი ფაფითა თუ წვნიანით.


იყო ის, ვინც სინამდვილეში არ ხარ - თუ მორცხვი შვილი გყავთ, უნდა შეეგუოთ ამ ფაქტს და არ უნდა ეცადოთ მის ძალით გააქტიურებას; და პირიქით, როცა ძალიან აქტიური, ხმაურიანი ბავშვი გყავთ, ნუ ეცდებით მის "გადაკეთებას". მართალია, რთულია, როცა ასეთი შვილი გყავს, მაგრამ ასეთი ბუნებისაა და უნდა შეეგუოთ. აგრძნობინეთ თქვენს შვილს, რომ ისეთი გიყვართ, როგორიცაა და არა ისეთი, როგორიც გინდათ გახადოთ.


ბოდიშის მოხდა რისთვის - საბავშვო მოედნებზე ალბათ არაერთხელ მოგისმენიათ ფრაზა: "ახლავე მოუხადე ბოდიში!" მაგრამ რისთვის უნდა მოიხადოს ბოდიში, არც ბავშვმა იცის და ხშირ შემთხვევაში, არც დედამისმა. ეს არც კეთილს გახდის ბავშვს და არც ზრდილობიანს. ამიტომ, სანამ ბოდიშს მოახდევინებდეთ, აუხსენით, რისთვის უნდა მოიქცეს ასე.

 

მისალმება უცნობებთან - აგრეთვე, მათგან კანფეტის აღება. შეიძლება ზოგიერთს უაზროდ მოეჩვენოს, მაგრამ უმჯობესია, ბავშვს ასწავლოთ, რომ არ უნდა გამოელაპარაკოს უცნობებს და არ აიღოს მათგან კანფეტი, სათამაშო.


მეგობრობა მათთან, ვინც არ მოგწონს - თუ დედები საუკეთესო მეგობრები არიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შვილებმაც უნდა იმეგობრონ. აგრეთვე, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ იმ მომენტს, როცა თქვენი მეგობრის შვილი თქვენსას თმას სწიწკნის, სათამაშოს ართმევს. მხოლოდ იმიტომ, რომ არ გსურთ დედამისთან ურთიერთობის გაფუჭება. თავად შეგიძლიათ იმასთან იმეგობროთ, ვისთანაც გაგეხარდებათ და არჩევანის საშუალება შვილსაც უნდა მისცეთ.


მკვეთრად გადააჩვიოთ თვისებებს - არ შეიძლება მკვეთრად გადააჩვიოთ თითის წოვას, ბოთლიდან წყლის დალევას, საწოლში მარტო დაძინებას. უმჯობესია, გაიზარდოს და თავად გადაეჩვიოს.


ბავშვის დიეტაზე ყოფნა - ზოგიერთ ბავშვს მართლაც აქვს ჭარბი ზონა, მაგრამ არ შეიძლება მისი დიეტაზე დასმა ან ჭამით დასჯა. გახსოვდეთ, "აკრძალული ხილი უფრო გემრიელია". თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა არ ჭამოს მავნე პროდუქტი (კანფეტი, ჩიფსი), არ შეიძინოთ ისინი.


დაძინება საძულველ ადგილას - ბავშვს შეიძლება ძალიან უყვარდეს ბებია, დეიდა, მაგრამ მათთან დაძინებას საკუთარ საწოლში დაძინება ერჩიოს. უმჯობესია, მშობლებმა, რომლებიც წვეულებაზე წასვლას აპირებენ, ბებიას ან ახლობელს მათ სახლში სთხოვონ დარჩენა, რადგან ბავშვმა საკუთარ საწოლში დაიძინოს.


აკეთოს ის, რაც არ მოსწონს - წარმოიდგინეთ საკუთარი თავი, რაღაც არ გამოგდით, არც მოგწონთ მისი კეთება და გაიძულებენ. არაა აუცილებელი, რომ თუ მამა ფეხბურთელია, შვილიც აუცილებლად ბურთით თამაშობდეს. იქნებ მას უფრო ხატვა იტაცებს?! ბავშვს არჩევანის უფლება მიეცით და იმის შესრულებაში დაეხმარეთ, რისი კეთებაც სურს.




 

(მოამზადა თეო ტაბატაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016