მსოფლიო
კიევში აქციების კიდევ ერთი მონაწილე დაიღუპა
ავტორი: ლილუ მიროტაძე
22 იანვარი, 2014. 10:27
კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ტელეკომპანია „ესპრესო ტვ"-ს ინფორმაციით, აქტივისტი სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. დაღუპულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
ინფორმაციას აქტივისტის დაღუპვის შესახებ ადასტურებენ მაიდანის სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები.
ამასთან, გუშინ კიევის საავადმყოფოში კიდევ ერთი აქტივისტი გარდაიცვალა. იგი გრუშევსკის ქუჩაზე, დემონსტრანტებსა და ძალოვნებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40