reportiori.ge - საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო პრესის კონფერენციის ჩატარების ინიციატივით მიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 00:52
რელიგია
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს საერთაშორისო პრესის კონფერენციის ჩატარების ინიციატივით მიმართა
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 17:02

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, ისრაელ-არაბული სამყაროს სამშვიდობო კომისიის წევრი იციკ მოშე საქართველოს ხელისუფლებას ინიციატივით მიმართავს , რომ 2013 წლის მიწურულს საქართველოში მსოფლიოს წამყვანი მედიის მონაწილეობით, მშვიდობის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდეს. 
იციკ მოშეს განცხადებით, ასეთი ღონისძიება   იმ კონფლიქტების გადაჭრის გზების ძიებისათვის იქნება მნიშვნელოვანი, რომლებიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს. 
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს წერილობით ხვალ მიმართავს. იციკ მოშე არ გამორიცხავს საქართველოს პრემიერთან შეხვედრასაც, რომელსაც ისრაელ-არაბული სამყაროს სამშვიდობო კომისიის ხელმძღვანელი, ისრაელის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარიც დაესწრება. 
დღეს ხილიკ ბარი ისრაელის პარლამენტის - ქნესეთის ფარგლებში, პალესტინის დელეგაციას პირველად უმასპინძლებს, რაც მხარეთა ურთიერთობაში პირველი შემთხვევაა. ამ მიწვევის მიზანი ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების საკითხის განხილვაა. ხილიკ ბარის თქმით, ღონისძიება იმის საჩვენებლად ეწყობა, რომ მოლაპარაკებათა განახლებისათვის რეალური მხარდაჭერა ორივე მხრიდან არსებობს. 
ქნესეთის ვიცე-სპიკერის შეფასებით, ამ უპრეცედენტო შეხვედრაზე მხარეებს შორის პოლიტიკური, სამოქალაქო და სოციალური კავშირები განიხილება. 
პალესტინის დელეგაციის შემადგენლობაში  საკანონმდებლო საბჭოსა და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის წევრები შევლენ. სამოქალქო დიალოგის კომიტეტის ყველა წევრს პალესტინის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი მაჰმუდ აბასი ნიშნავს. ქნესეთში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშეცაა მიწვეული, თუმცა როგორც ხილიკ ბარი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს, შეხვედრას იციკ მოშე ვერ დაესწრება.
რაც შეეხება საქართველოში კონფერენციის ჩატარებას, იციკ მოშე აღნიშნავს, რომ საქართველოში კონფერენციის ჩატარება   მშვიდობის მარკეტინგს შეუწყობს ხელს, რაც აუცილებელია პირობაა ამ ურთულეს პროცესში. 
იციკ მოშის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ისრაელსა და არაბულ ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და იგი მსოფლიო მედიისთვისაც საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა, ამიტომ სასურველი იქნება, საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციას სწორედ საქართველომ უმასპინძლოს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016