ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ 2014 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა რეალურია, თუმცა მიმდინარე წლის იანვრის შედეგებით, აღნიშნული მოლოდინი მცირდება.
„დაანონსებული 5%-იანი ეკონომიკური ზრდა რეალურია, მაგრამ ჩნდება კითხვა, არსებობს თუ არა რეალური საფუძველი იმითვის, რომ რელაურად 5%-იან ზრდას ველოდოთ ეკონომიკაში? იანვრის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ასე არაფერი გამოვა! გასულ წელს, როდესაც ვთქვი, რომ 2-3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე მეტი არ მოხდებოდა, გამიბრაზდნენ, განაწყენებული ხარო. არც მაშინ და არც ახლა არანაირი წყენა არ მაქვს, აბსოლუტურად მშვიდად ვაცხადებ, რომ თავისთავად არაფერი არ ხდება და ვერც ეკონომიკა გაიზრდება!“ - განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში უმოძრაოა 7 მილარდ ლარამდე, რომელიც დევს.
„თუ ეს ფული არ გაინძრა, საეჭვოა, რომ უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს. ან რატომ უნდა შემოვიდეს უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში, როცა საკუთარი ფული უმოძრაოდ დევს?!“ - აღნიშნა გიორხელიძემ.