reportiori.ge - პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები 15 აგვისტომდე განადგურდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 15:52
პოლიტიკა
პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები 15 აგვისტომდე განადგურდება
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 17:15

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები 15 აგვისტომდე განადგურდება. ამის შესახებ  ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრმა, ლაშა ტუღუშმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ყველაზე სენსიტიური, მძიმე და ბინძური ჩანაწერი რაც არსებობს, აუცილებლად განადგურდება 15 აგვისტომდე", - აღნიშნა ტუღუშმა. 
მისი ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების რაოდენობა ბოლო პერიოდში გაიზარდა და ამ დროისთვის 99 ფაილს შეადგენს.
გარდა ამისა, ტუღუშის თქმით, პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ჩაერთვება, რომელიც კომისიის დღევანდელ სხდომას პირველად ესწრებოდა.
მისივე თქმით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით  დებულება მომზადდება, რომელიც მთავრობის სხდომაზე გავა და დამტკიცდება.
"შსს-ში არსებობს უკანონო მასალების ძალიან დიდი არქივი, რომელსაც სჭირდება მართვა. კომისიამ უნდა შეიმუშაოს წესები, თუ რას გააკეთებს ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით", - აღნიშნა მან. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016