reportiori.ge - უკრაინის თავდაცვის უწყება: მომიტინგეებთან დაპირისპირებაში შეიარაღებული ძალები მონაწილეობას არ მიიღებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 09:51
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის უწყება: მომიტინგეებთან დაპირისპირებაში შეიარაღებული ძალები მონაწილეობას არ მიიღებს
22 იანვარი, 2014. 20:48

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მომიტინგეებთან დაპირისპირებაში ქვეყნის შეიარაღებული ძალები მონაწილეობას არ მიიღებს. "მომიტინგეების წინააღმდეგ შეიარაღებული ძალები გამოყენებული არ იქნება. ყველა სამხედრო მოსამსახურე და ტექნიკა მუდმივი დისლოკაციის ადგილზე იმყოფება",- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე სიტუაცია დღის მეორე ნახევარში უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ძალოვანებმა მომიტინგეების განდევნა დაიწყეს. აქციის მონაწილეებმა "ბერკუტის" მისამართით ქვების და აალებადი ნივთიერებების სროლა დაიწყეს. "დინამოს" სტადიონთან მძიმე ტექნიკაც გამოჩნდა.

ძალოვანები მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდნენ. უმოწყალოდ ნაცემი რამდენიმე ათეული მოქალაქე ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული.

 

დაშავებულმა დემონსტრანტებმა გაავრცელეს ინფორმაციაც, რომ "ბერკუტმა" მათ წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია ხუთი და დაშავებულია რამდენიმე ასეული ადამიანი.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016