უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის არსენ იაცენიუკის განცხადებით, პრეზიდენტთან მოლაპარაკებების დროს 16 იანვარს მიღებული კანონების შეცვლის მიზნით, უმაღლესი რადას სხდომის დაუყონებლივი ჩატარების მოთხოვნა გაჟღერდა.
“ჩვენი პოზიციაა, რომ იანუკოვიჩმა რადას რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს. მან თქვა, რომ აზაროვს დაიბარებს.. იანუკოვიჩმა შემოგვთავაზა, კანონების შეცვლისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ მოლაპარაკებები ხვალ გავაგრძელოთ”, - განაცხადა არსენ იაცენიუკმა სახალხო კრების სხდომაზე.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო მთავრობის გადაყენების საკითხზეც, რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ უნდა დაფიქრდეს.
პარტია “უდარის” ლიდერი ვიტალი კლიჩკო კი დაგეგმილი მსვლელობის გადადების წინადადებით გამოვიდა, რაც შესაძლოა, დიდი მსხვერპლით დასრულდეს. მან ოპოზიციის ლიდერებს მაიდანზე შეკრებილებთან გასვლისკენ მოუწოდა, რომლებიც შეხვედრის შედეგებს ელოდებიან.