reportiori.ge - ვიტალი კლიჩკო: აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან სიმართლისთვის და ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 10:10
მსოფლიო
ვიტალი კლიჩკო: აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან სიმართლისთვის და ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით!
22 იანვარი, 2014. 22:09

პარტიაუდარისლიდერმა ვიტალი კლიჩკომ სამხედრო მოსამსახურეებს და სამართალდამცველებს მოუწოდა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იარაღი არ გამოიყენონ და სისხლისღვრა აღარ დაუშვან.

მინდა, მივმართო სამხედრო მოსამსახურეებს და სამართალდამცველებს, თქვენ თქვენი ხალხი უნდა დაიცვათ და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იარაღი არ უნდა გამოიყენოთ, მოგმართავთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ იარაღი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. გადმოდით ხალხის მხარეს. თქვენ დღეს მე გამაკრიტიკებთ იმიტომ, რომ აქტიური ქმედებებისკენ არ მოგიწოდებთ, მაგრამ ჩვენი გადამწყვეტი ამოცანა დღეს ისაა, რომ მეიდანის გაწმენდა არ მოხდეს. ხვალ ჩვენ გაცილებით ბევრი ვიქნებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან სიმართლისთვის და ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით”, - განაცხადა კლიჩკომ.

პარტიაუდარის ლიდერმა აღნიშნა, რომ ღამე იდნის გაწმენდას აპირებენ და აქციის მონაწილეებმა და ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ყველაფერმა მსხვერპლის გარეშე ჩაიაროს.

ხვალ თუ პრეზიდენტი ჩვენთან შეხვედრაზე უარს იტყვის და დათმობაზე არ წავა, ჩვენ გაცილებით მეტი ვიქნებით და ჩვენ წავალთ მასთან. სხვა გამოსავალი არ არის, რადგან ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ. მე ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს სიტუაციის შეცვლა ახლავე სურს, მაგრამ ჩვენ ძალების მოკრება გვჭირდება. მე პირადად არაფრის მეშინია, მეშინია მხოლოდ იმის, რომ ჩემთან მოვლენ და მეტყვიან, რომ დაეღუპათ ახლობელი, მეგობარი, შვილი. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა არ დავუშვა სისხლისღვრა და პრობლემის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზა ვიპოვო. კიდევ ერთხელ მივმართავ პრეზიდენტს, ვიცი, რომ ამ ყველაფერს უყურებს, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ეს ყველაფერი შეცვალოთ, ვადამდელი არჩევნები შეცვლის ამ სიტუაციას უსისხლოდ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამას მივაღწიოთ. მოუსმინეთ ხალხს და გადაწყვიტეთ ეს პრობლემა,“- განაცხადა კლიჩკომ.

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016