reportiori.ge - ევროკავშირმა შესაძლოა უკრაინასთან ურთიერთობა გაწყვიტოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 09:57
მსოფლიო
ევროკავშირმა შესაძლოა უკრაინასთან ურთიერთობა გაწყვიტოს
23 იანვარი, 2014. 10:20

ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი უკრაინასთან ოფიციალურ ურთიერთობას გაწყვეტს, თუ დადასტურდება, რომ მილიცია დემონსტრანტებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდა. ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა იაცეკ პროტასევიჩმა განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისის" უკრაინული სამსახური ავრცელებს.


თუ დადასტურდა, რომ მილიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კარდინალურად შეიცვლება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვერ გვექნება უკრაინასთან ისეთივე ურთიერთობა, როგორც ადრე", - განაცხადა პროტასევიჩმა.


ამასთან, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, უკრაინასთან დიალოგი საფრთხის ქვეშაა.


ქუჩებში დაღვრილი სისხლი ყველაფერს ცვლის", - აღნიშნა იაცეკ პროტასევიჩმა.


უკრაინაში, ძალოვანებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად ხუთი ადამიანია დაღუპული. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოთხ მათგანს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული თავის, გულ-მკერდისა და კისრის არეში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016