reportiori.ge - დღეს ჯორჯ ბალანჩინის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:52
კულტურა
დღეს ჯორჯ ბალანჩინის დაბადების დღეა
23 იანვარი, 2014. 13:15

დღეს   სახელგანთქმული ქორეოგრაფის, ჯორჯ ბალანჩინის, დაბადების დღეა. თანამედროვე ბალეტის  ქართველი ფუძემდებლის დაბადებიდან 110 წელი გავიდა.

     

ჯორჯ ბალანჩინი,იგივე გიორგი ბალანჩივაძე 1904  წლის 23 იანვარს პეტერბურგში დაიბადა. ბალანჩინის მამა დიდი ქართველი კომპოზიტორი,  ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი მელიტონ ბალანჩივაძე,   ძმა  კი, ასევე ცნობილი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე ანდრია ბალანჩივაძე გახლდათ.   


16 წლისაც არ იყო ჯორჯ ბალანჩინი,   როცა პირველი ცეკვა დადგა, 19 წლის ასაკში კი უკვე პეტროგრადის ოპერისა და ბალეტის  თეატრში საკუთარი  საბალეტო დასი ,,ახალგაზრდული ბალეტი" ჩამოაყალიბა, რომლის შემადგენლობაშიც  რუსული ბალეტის გამოჩენილი მოღვაწეები  შედიოდნენ.


 ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ბალანჩინს  ექსპერიმენტული სახის ცეკვების დადგმა აუკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში  , თეატრიდან გაძევებით დაემუქრა.


      1924 წელს გერმანიაში გასტროლების შემდეგ ბალანჩინი საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნებულა.  მალე სერგეი დიაგილევმა ის  პარიზში, რუსული ბალეტის  მთავარ ქორეოგრაფად მიიწვია. სწორედ დიაგილევის რჩევით გადაიკეთა   სახელი და გვარი ევროპულ ყაიდაზე.


1933 წელს ბალანჩინმა  ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძო მოღვაწეობა.   1935 წელს შექმნა „ამერიკული საბალეტო სკოლა" და  ჩამოყალიბდა დასი. სულ მალე ჯორჯ ბალანჩინი ბროდვეის წამყვან ქორეოგრაფად იქცა.  მისმა სპექტაკლებმა მთელ მსოფლიოში - ბუენოს-აირესის, კოპენჰაგენის, მილანის, ლონდონის და სხვა  თეატრების სცენებზე გაიბრწყინეს. მთლიანობაში ბალანჩინმა რეკორდული რაოდენობის,  160-ზე მეტი  საბალეტო სპექტაკლი დადგა, მათ შორის :,,აპოლონ მუსაგეტი",  „ორფეოსი", „უძღები შვილი", „ბროლის სასახლე" „ბალე იმპერიალი" და სხვები.


ჯორჯ ბალანჩინი საბჭოთა კავშირში  1962 წელს ჩავიდა - უკვე, როგორც მსოფლიოს  უდიდესი ბალეტმეისტერი.


 . ,,ამერიკული თვითმფრინავიდან გიორგი, კაპიტანივით, სულ ბოლოს გამოვიდა და, წარმოიდგინეთ პირდაპირ ჩემკენ გამოემართა. დამხვედრი  და ჩამოსული - ყველა ტიროდა... საქართველოშიც ჩამოვიდა, თბილისმა აღაფრთოვანა, აღფრთოვანებულები იყვნენ თბილისელებიც ბალანჩივაძითა და მისი საბალეტო დასით. შემდეგ , ქუთაისსაც ვეწვიეთ, მოვინახულეთ მამაჩვენის საფლავი ,,მწვანე ყვავილში"... ჩვენ ერთად მოვიარეთ დასავლეთ საქართველოს რაიონები. ჩვენი ცეკვებიც ნახა, მოისმინა პოლიფონიური სიმღერებიც... ბალანჩინი გაოგნებული დარჩა... მეორედ ჩამოსვლისას უკვე ქართველობდაო",-  მოგვიანებით ასე გაიხსენა 44 წლის უნახავ ძმასთან შეხვედრა  ანდრია ბალანჩივაძემ.


  ქართული წარმოშობის გენიოსი, რომელმაც მსოფლიო ბალეტის ისტორიაში ეპოქა შექმნა, 1983 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადრაიცვალა.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016