reportiori.ge - „ბიზნეს-რეზონანსი“: კრედიტების გაძვირება გარდაუვალია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 05:57
ეკონომიკა
„ბიზნეს-რეზონანსი“: კრედიტების გაძვირება გარდაუვალია!
ავტორი:
23 იანვარი, 2014. 14:50

გაზეთი „ბიზნეს-რეზონანსი" აქვეყნებს სტატიას, რომელიც კრედიტების გაძვირების თემას ეხება. გამოცემა რამდენიმე ექსპერტის დასკვნებს გვთავაზობს, რომელთა ინფორმაციით, წლის განმავლობაში კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება. ექსპერტების პროგნოზით, დაწყებული ინფლაცია კრედიტების გაძვირების წინაპირობაა. 12 თებერვალს ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ, რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის, შესაბამისად, ამ განაკვეთზე მიბმული სესხები კიდევ უფრო გაძვირდება.


2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 5%-იან ინფლაციაზე დაიგეგმა. 


 გამომდინარე იქიდან, რომ ლარის ასეთი მერყეობაა, არ არის გამორიცხული, რომ ეს განაკვეთი გაიზარდოსშესაბამისად, მომხმარებელს სესხები გაუძვირდებათ იმდენი პროცენტით, რამდენი პროცენტითაც რეფინანსირების განაკვეთი გაიზრდება", - ამბობს ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი.


ექსპერტის ლია ელიავას აზრით, კრედიტები გაძვირდება მხოლოდ იმის გამო, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება და ეს არის ბუნებრივი. რეფინანსირების განაკვეთს კომერციული ბანკები იყენებენ მცურავი საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისთვის, თუმცა ასეთი სესხების ოდენობა ძალიან ცოტაა.


 საერთოდ, რეფინანსირების განაკვეთის მომატება და დაკლება მსესხებლებისთვის ძალიან დიდი რისკის შემცველია", - ამბობს ელიავა და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება რეფინანსირების განაკვეთი, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები,  ინფლაციის მაჩვენებლის ზრდასთან ერთად, აუცილებლად გაიზრდება.


ამასთან, მისი თქმით, ბიუჯეტი 5%-იანი ინფლაციის მაჩვენებელზეა გაწერილი. ეროვნული ბანკი შეეცდება ხელი შეუწყოს ინფლაციის ზრდას 5%-მდე მაინც, რათა ბიუჯეტს შემოსავლები არ დააკლდეს. ეს კი ავტომატურად საპროცენტო განაკვეთებზე აისახება და კრედიტების გაძვირების გარდაუვალი პროცესი იქნება.



კიდევ ერთი ექსპერტი ვაჟა კაპანაძე ამბობს, რომ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა კრედიტების გაძვირებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. გარდა ამისა, ქვეყანაში სერიოზული პროცესები არ მიმდინარეობს.

 

 

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016