პრეზიდენტი პრემიერს და მათავრობის წევრებს იმ პროექტების განახლებისკენ მოუწოდებს,რომელთა განხორციელებაც, მისი განმარტებით ,მთავრობის შეცვლის შემდეგ შეწყდა. „პრობლემებია ბიუჯეტში, ანუ მომავალ წელს ხელფასების და პენსიების გაცემის პრობლემა გვექნება. ბიზნესი ჩერდება, ის დაპირება რომლესაც პრემიერი იძლევა არარეალურია. ამიტომ მე მოვუწოდებ პრემიერს თავისი ფული პირდაპირ ჩადოს ეკონომიკაში.განაახლონ პროექტები :თბილისის შემოვლითი რკინიგზა, პორტის მშენებლობა და შეწყვიტონ მავნე კანონების განხილვა. რევანშიზმის პირობებში არავინ ჩადებს ფულს. სპეციალურად შეჩერდა ჩვენი მიერ დაწყებული პროექტები.
საქართველო ჩვენ მიერ დაწყებული პროექტებით სულდგმულობს, დღევენდელი მთავრობა დამცინოდა როდესაც მე ტურიზმზე ვლაპარაკობდი მაგრამ ხომ ხედავთ, რომ რაც დღეს ეკონომიკას აცოცხლებს ეს არის ტურიზმი"-განაცხადა პრეზიდენტმა.