reportiori.ge - ფინელი გოგონას წერილი ღმერთს: აღარასოდეს გამომიგზავნო ფული პრეზიდენტის ხელით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:36
სხვადასხვა
ფინელი გოგონას წერილი ღმერთს: აღარასოდეს გამომიგზავნო ფული პრეზიდენტის ხელით!
ავტორი:
24 იანვარი, 2014. 13:04

როდესაც 6 წლის ფინელმა გოგონამ საშობაოდ წერილი ღმერთს მისწერა, წერილი მისამართით „ბატონო ღმერთო“ წაიკითხა ფინეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ურჰო კალევა კეკონენმა, რომელიც 1958-1982 წლებში მართავდა ქვეყანას.

 

ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ფინეთში, არასწორი მისამართის მქონე წერილების გახსნის უფლება ხოლოდ რესპუბლიკის პრეზიდენტს აქვს. წერილში გოგონა ღმერთს სთხოვდა, 100 მარკა ეჩუქებინა მისთვის. წერილის წაკითხვის შემდეგ, პრეზიდენტმა გადაწყვიტა შეესრულებინა ბავშვის თხოვნა, თუმცა ჩათვალა, რომ ასეთი პატარა ბავშვისთვის 100 მარკა მეტისმეტად ბევრი იყო და ბრძანა, ხელგასთვის მისი ავტომობილით 50 მარკა გაეგზავნათ და თან წერილი ღმერთისგან.

 

მალე, კანცელარიაში ისევ მიიღეს წერილი პატარა ხელგასგან, სადაც ბავშვი წერდა ღმერთს, რომ მას ფული მიუტანეს პრეზიდენტის ავტომობილით, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მის ქუჩაზე და ასევე, სთხოვდა ღმერთს, აღარასოდეს გაეგზავნა ვინმესთვის ფული პრეზიდენტის ხელით, იმიტომ რომ პრეზიდენტმა ფულის ნახევარი მოიპარა.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016