reportiori.ge - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 15:44
პოლიტიკა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 19:21

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  განცვიფრებას გამოხატავს მომხმარებელთა უფლებებისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის რუსეთის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის, გენადი ონიშჩენკოს მორიგი განცხადების გამო, რომელიც 2013 წლის 29 ივლისს რუსული მასმედიით გავრცელდა და  საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის  „რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის" ფუნქციონირებას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ განმარტებები უკვე გააკეთა ამ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით, ხოლო რუსულ მხარეს გადაეცა შესაბამისი ინფორმაცია.  განცხადებაში კვლავ გაჟღერდა უსაფუძვლო ეჭვი ლაბორატორიის ფუნქციასა და ამოცანებთან დაკავშირებით.

 ამის შესახებ სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:


„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის, იგივე „რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის" მშენებლობა და აღჭურვა 2011 წლის მარტში დასრულდა. იგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) შემადგენელი ნაწილია და განსაკუთრებით საშიშ პათოგენებთან მუშაობის ბიოუსაფრთხოების „მე-3" დონის თანამედროვე საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენს. ამ ცენტრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეპიდზედამხედველობის, ფუნდამენტური და გამოყენებითი ბიო-სამედიცინო მეცნიერებების (ბიოტექნოლოგიური მეცნიერებების) განვითარებისთვის. ცენტრის ძირითადი ფუნქციაა დაავადებათა კონტროლი, ლაბორატორიული ეპიდზედამხედველობა და რეაგირება, განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა გამოვლენა, ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და პრევენცია.
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ უცხოელ სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით ცენტრი უკვე ახორციელებს ერთობლივ სამეცნიერო პროექტებსა და პროგრამებს. კვლავ აღვნიშნავთ, რომ რუს ექსპერტებს უკვე მიეცათ საშუალება, ადგილზე გაცნობოდნენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს და მათ მაღალი შეფასება მისცეს მის მუშაობას. ეს ურთიერთობები რუს ექსპერტებთან დღესაც გრძელდება. 
ჩვენი აზრით, ლოგიკური იქნებოდა თუკი განცხადებების ნაცვლად რუსეთის მხარე ჩამოაყალიბებდა თავის კონკრეტულ კითხვებს ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც მიიღებდა შესაბამის ინფორმაციას. 

ბატონი ონიშჩენკოს განცხადების თემა შემდგომ დღეებში ქართულ და რუსულ პროფესიულ სამეცნიერო წრეებში მეტად კონსტრუქციულად განვითარდა. კერძოდ, რუსეთის ფედერაციის პრაქტიკული მიკრობიოლოგიის და ბიოტექნოლოგიების სახელმწიფო სამეცნიერო ინსტიტუტი და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი განიხილავენ რუსი მეცნიერების ინიცირებულ სამეცნიერო თანამშრომლობის კონკრეტულ პროექტს და იმედს გამოვთქვამთ მსგავსი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მითიური მოსაზრებების გაქარწყლებას და სულ ცოტა, სამეცნიერო თანამშრომლობის პრაქტიკის აღდგენას ქართულ და რუსულ მხარეებს შორის.
"- ნათქვამია განცხადებაში. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016