reportiori.ge - დავით უსუფაშვილი: ბიზნესმენებმა უნდა დაიჯერონ, რომ „კრიშა“ აღარ არის აუცილებელი რისკის გასაწევად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 15:34
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ბიზნესმენებმა უნდა დაიჯერონ, რომ „კრიშა“ აღარ არის აუცილებელი რისკის გასაწევად
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 00:06

„ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანი და კომპლექსური თემაა, ამიტომ  საქართველოს ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა  არ არის ერთი კონკრეტული მიზეზის შედეგი. მიზეზი ბევრია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშით, საქართველოს ეკონომიკის ვარდნა დაიწყო არა წელს, არამედ შარშან. საქართველოში წლების განმავლლობაში დამკვიდრებული იყო ერთი ტიპის ეკონომიკური სისტემა.  ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა სისტემურად. ნებისმიერი ცვლილებისას ამ პროცესის მონაწილეები ახალ სისტემაზე უნდა გადაეწყონ.  ბიზნესმენებმა უნდა დაიჯერონ რომ ე.წ „კრიშა" აღარ არის აუცილებელი რისკის გასაწევად და ინვესტიციების გასაღებად.  იმ კომპანიებმა, რომლებიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ და სახელმწიფო დაკვეთებს იღბდნენ უკონკურენტოდ და გარანტირებული ჰქონდათ ტენდერების მიღება,  წლების განმავლობაში სისტემა ააწყეს. ახლა მათ ეს პრივილეგია დაკარგეს და კონკურენტულ გარემოში  უწევთ გადასვლა.''-  განაცხადა დავით უსუფაშვილმა გადაცემაში „მთავარი კითხვა".

პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ბიზნესურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკა და ბიზნესურთიერთობები მომავლის პროგნოზზეა დამყარებული.  ქვეყანაში არასტაბილურმა და გაურკვეველმა სიტუაციამ კი ბიზნესწრეებში და ინვესტორებში შფოთი გამოიწვია.

მისივე განცხადებით,  წინა ხელისუფლების დროს ეკონომიკა ციფრებით იცვლებოდა, მაგრმ ეს ზრდა   მოსახლეობის მხოლოდ 5%-ის კეთილდღეობაზე ახდენდა გავლენას. საზოგადოების დარჩენილ ნაწილს კი „არც ეკონომიკური ზრდის ეტყობოდა რამე და არც ბიუჯეტის გახუთმაგების." დღევანდელმა ხელისუფლებამ კი სისტემა, რომელიც ელიტარული ბიზნესის კეთილდღეობაზე იყო მორგებული, მოსახლეობის კეთილდღეობაზე გადაცვალა.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016