reportiori.ge - ილია მეორე: ყველაფერი წინ მიდის და არ შეიძლება, ქართველი ადამიანი დარჩეს ფულის და ჭამა-სმის მოყვარე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:39
რელიგია
ილია მეორე: ყველაფერი წინ მიდის და არ შეიძლება, ქართველი ადამიანი დარჩეს ფულის და ჭამა-სმის მოყვარე
26 იანვარი, 2014. 16:01

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას მეცნიერების განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ქართველმა ადამიანმა მეცნიერება დაკარგა, დაიღუპება.

"მეცნიერებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ის გადაარჩენს ჩვენს ხალხს. თუ ჩვენ მეცნიერება დავკარგეთ და დავივიწყეთ, ქართველი ხალხი დაიღუპება. მეცნიერება ცვლის ადამიანის ბუნებას და ხასიათს. თუ განათლებულია ადამიანი, მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს ღვთის, სამშობლოსა და ოჯახის წინაშე", - ბრძანა უწმინდესმა და აღნიშნა, რომ ქართველი ადამიანი მორწმუნეობით, შრომისა და მეცნიერების სიყვარულით ყოველთვის გამოირჩეოდა. "ყველაფერი წინ მიდის და არ შეიძლება, ქართველი ადამიანი დარჩეს ფულის და ჭამა-სმის მოყვარე. უნდა ვიფიქროთ ინტელექტუალურ სიმაღლეზე. ჩვენ ძალიან ბევრი მეცნიერი გვყავდა", - ბრძანა უწმინდესმა.

 

პატრიარქმა მაგალითად დიმიტრი უზნაძე დაასახელა, რომელმაც განწყობის თეორია აღმოაჩინა და განწყობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა: "თუ ადამიანს წინასწარ განწყობა არ ექნება, არაფერი გაკეთდება", - ბრძანა პატრიარქმა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016