უმცირესობის წევრი, ნუგზარ წიკლაური, ბაჩო ახალაიას მიმართ, სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, დადებითად აფასებს. „ბაჩო ახალაია რომ მწამებელი იყო, ეს იყო ლეგენდა, რომელიც გაქარწყლებულია" - აღნიშნა მან ჟურნალისტებთან. დეპუტატის თქმით, ეს არის სიგნალი ხელისუფლებისადმი, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ და სამართლებრივად არაარგუმენტირებულ დევნას ყოველთვის გადაეღობება სასამართლო როგორც ქართველი ხალხის ნების უზენაესი გამომხატველი "ის, რომ ბაჩო ახალაია იყო მწამებელი, ეს იყო ლეგენდა პროკურატურისა და პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან მოფიქრებული. ეს ლეგენდა დღეს არის გაქარწყლებული და მინდა მივულოცო ბაჩოს ყველა მეგობარს, ასევე საზოგადოების იმ ნაწილს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სიმართლე და სამართლიანობის აღდგენა." - აღნიშნა წიკლაურმა.