reportiori.ge - მოგონებები აუშვენცი-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკიდან...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:50
სხვადასხვა
მოგონებები აუშვენცი-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკიდან...
ავტორი:
27 იანვარი, 2014. 11:02

1945 წლის 27 იანვარს ოსვენციმის ფაშისტურმა საკონცენტრაციო ბანაკმა ფუნქციონირება შეწყვიტა. მეორე მსოფლიო ომის დროს ოსვენციმის ბანაკში (აუშვენცი-ბირკენაუ) მილიონობით ადამიანი სოცოხლეს გამოესალმა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. ისინი ფაშისტური რეჟიმის წამების ყველაზე სასტიკ მეთოდებს ემსხვერპლნენ.

 

 

 

საკონცენტრაციო ბანაკ აუშვიცი-ბირკენაუ მსოფლიოს დაამახსოვრდა როგორც ადგილი სადაც მოხდა მილიონზე მეტი ადამიანის შეგნებული განადგურება, ისეთი მეთოდებით რომლებიც გონებასაც კი ვერ წარმოიდგენდა.

 

პოლონეთში ფაშისტების შეჭრის შემდეგ, მათ ჩაატარეს დიდი გაწმენდა ტერიტორიების ებრაელებისაგან და უნდოდათ ადგილი სადაც მასობრივი, საბოლოო განადგურება უნდა მომხდარიყო ამ ერის. ნაცისტების აზრით, საუკეთესო ადგილად გამოდგებოდა ტერიტორია ახლო მდებარე ოსვენციმის დასახლებასთან. ჩანაფიქრი რეალობად აქციეს და უმალვე წამოჭიმეს ბარაკები და გაზის კამერები, რომ ხალხი სასწრაფოდ გაენადგურებინათ. აქ არა მარტო პოლონელი ებრაელები, არამედ, ევროპის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ებრაელებიც ჰყავდათ, ასევე კომუნისტები. ჯამში, 20 სხვადასხვა ქვეყნის შვილი მოკლეს წამებით. თავდაპირველად მარტო აუშვიცი (ეს სახელი არის გერმანული ანალოია პოლონური ოსვენციმისა) ააშენეს, მაგრამ გამტარიანობა რომ პატარა იყო, იქვე 2 კილომეტრში გაუშვეს უფრო დიდი ბირკენაუს ბანაკი. საკონცენტრაციო ბანაკებისა პირველი უფროსი იყო რუდოლფ ჰესი, გამორჩეული თავისი სისასტიკით პატიმრების მიმართ


რა თქმა უნდა გერმანელები არ ეუბნებოდნენ პატიმრებს რომ ვინც აქ მოხვდებოდა უკან ცოცხალი ვეღარ გავიდოდა. ხალხმა იცოდა, რომ აქ ისინი დროებით თავშესაფარში უნდა ყოფილიყვნენ. ჩამოდგებოდა საქონლის გადასაზიდი მატარებელი ბაქანზე, ჩამოყრიდნენ ხალხს (მატრებელში ბევრი ხალხი იხოცებოდა, რადგან არ იყო წყალი, საჭმელი, დასვენების ადგილი), პირველ რიგში ექიმი სინჯავდა პატიმრებს, ჯანმრთელებს ერთ მხარეს აყენებდა, ხოლო ავადმყოფებს, ასევე ქალებს და ბავშვებს მეორეზე, რაც სასიკვდილო განაჩენს უდრიდა. ვინც ჯანმრთელი იყო, იმათ უტარებდნენ დეზინფექციას და სამუშაოზე გაყავდათ, ხოლო ვინც არ ივარგებდა მუშაობისთვის ეუბნებოდნენ, რომ შხაპის მისაღებად უნდა წაეყვანათ ისინი და შემდეგ სუპს აჭმედვნენ. მათ ესმოდათ სიტყვა - ცხელი კერძი და დიდი სიხარულით შეცვივდებოდნენ ხოლმე ამ კამერებში. როდესაც ბოლო ადამიანი შევიდოდა შიგნით, ზურგს უკან მიუხურავდნენ კარს და სახურავზე განლაგებული სპეციალური სარკმელიდან, ზონდერ კომანდერი ყრიდა სპეციალურ კრისტალებს (ციკლონ ბი), რომელიც რეაქციაში შედიოდ და გამოყოფდ მხუთავ გაზს. ვინც სუსტი იყო ორ-სამ წუთში იგუდებოდა, ხოლო მაგრები 15 წუთიც კი ძლებდნენ. ამის მერე ზონდერ კომანდერი, გვამებს ამოწმებდა, იღებდ ველა სახის ძვირფასეულობას, კბილებს, საათებს, ფულს. ამის შემდეგ კი წვავდნენ,

 

ოსვენციმი მსოფლიოში ერთადერთი საკონცენტრაციო ბანაკია, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობადაა აღიარებული.

 

1947 წელს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე გაიხსნა მუზეუმი, ხოლო 1967 წელს კი აქ აღიმართა მონუმენტი.

 



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016