reportiori.ge - პატარკაციშვილების ოჯახი საფეხბურთო კლუბ "დინამოს" გასხვისებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 16:24
პოლიტიკა
პატარკაციშვილების ოჯახი საფეხბურთო კლუბ "დინამოს" გასხვისებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 13:02

პატარკაციშვილების ოჯახი, საფეხბურთო კლუბ "დინამოს" გასხვისებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის შინაარსს "რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ. "ბოლო დროს პრესაში გამოქვეყნებულმა პუბლიკაციებმა გადაგვაწყვეტინა ამ განცხადების გაკეთებაბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ჩვენი ოჯახი აგრძელებდა საფეხბურთო კლუბი "დინამოს" დაფინანსებას და მის განვითარებას. თუმცა იმ ზეწოლის გამო, რომელიც ხორციელდებოდა წინა ხელისუფლების მიერ ჩვენი ოჯახისა და მის მფლობელობაში არსებულ აქტივებზე, "დინამოს" შემდგომი განვითარება დადგა კითხვის ქვეშ. ჩვენ ამონაწერებსაც კი ვერ ვიღებდით კლუბის შესახებ რეესტრიდან, რომ კლუბს მისცემოდა საშუალება თამაშებზე პრობლემების გარეშე გამგზავრებულიყო. ამიტომ, კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გვეპოვა ინვესტორი, რომელიც შეძლებდა კლუბის გადარჩენას და განვითარებას. ჩვენ თვითონ მივმართეთ და ლონდონში შევხვდით ბატონ რომან ფიფიას და ვკითხეთ აინტერესებდა თუ არა "დინამოს" შემდეგი განვითარება, თუ კი ჩვენ მას უსასყიდლოდ გადავცემდით კლუბს. თანხმობის მიღებიდან მოკლე ხანში კლუბი გავასხვისეთ უსასყიდლოთ, ყოველანაირი ზეწოლის გარეშე ბატონი რომან ფიფიას მხრიდან. მეტიც, ჩვენ გვიხარია, რომ ის არ იშურებს ძალ-ღონესა და სახსრებს "დინამოს" განვითარებისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მას და ჩვენ საყვარელ "დინამოს". იმედი გვაქვს, რომ ეს განცხადება ბოლოს მოუღებს სპეკულაციებს ჩვენს მიერ "დინამოს" გასხვისებასთან დაკავშირებით." - ნათქვამია განცხადებაში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016