reportiori.ge - ბოსტნეულისათვის დამახასიათებელი სამკურნალო თვისებები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:29
სხვადასხვა
ბოსტნეულისათვის დამახასიათებელი სამკურნალო თვისებები
ავტორი:
27 იანვარი, 2014. 22:35

კარტოფილი

ევროპაში ამერიკიდან შემოიტანეს. თუ რა კვებითი ღირებულება აქვს ამ უნიკლალურ მცენარეს საკვები თვალსაზრისით, ეს ყველასთვის ცნობილია. ჩვენ შევჩერდებით მხოლოდ მის სამკურნალო თვისებებზე. კარტოფილის ფოთლები შეიცავს გლიკოალკალოიდ სოლანინს. სოლანინი იშლება შემდეგ პროდუქტებად: გლკოზა, გალაქტოზა, რაგნოზა და სოლადინი. ეს უკანასკნელი არის უმთავრესი წყარო ისეთი ძვირფასი პრეპარატების მიღებისთვის, როგორიცაა: პრეგესტერონი და კორტიზონი. სოლანინი არის მომწამვლელი, თუმცა თერმული დამუშავების შემდეგ იგი კარგავს ამ თვისებას. სამედიცინო მიზნებისათვის გამოიყენება კარტოფილის ტუბერიც. კარტოფილი შეიცავს: 70-80% წყალს, 24% სახამებელს, 2% ცილოვან ნივთიერებებს, 0,3% ცხიმს, 0,002% სოლანინი. დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს, ასევე A, B6, B2, B1, PP - ვიტამინებს. კარტოფილის ცილა თავისი ბუნებით ძალიან ახლოს დგას ადმიანის ცილასთან და ამიტომ ორგანიზმის მიერ ძალიან ადვილად და სრულად შეიწოვება. ცილების შემცველობით განსაკუთრებით მდიდარია ტუბერის გარეთა შრე - კანი. ამიტომ კარტოფილის გასუფთავების დროს, როდესაც მას კანს ვაცილებთ, კვებითი ღირებულება ძალზე ქვეითდება. ცილებს შევინარჩუნებთ, თუ კარტოფილს გაუფრცქვნელად მოვხარშავთ და შემდეგ შევწვავთ თავისივე კანით. ხალხური მედიცინა ასეთი სახით ურჩევს კარტოფილის მიღებას ჰიპერტონიული დაავადების დროს. მეცნიერულ მედიცინაში კარტოფილის ტუბერი არ გამოიყენება, მაგრამ ზოგადად იგი ძალიან აქტიურად იხმარება. მისი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტია კარტოფილის სახამებელი, რომლისგანაც ამზადებენ პუდრს კანის სხვადასხვა დაავადების დროს მოსაყრელად. სახამებლისაგან ნაწილობრივი ჰიდროლიზის წყალობით იღებენ დერსტრინს, რომელსაც იყენებენ, როგორც მწებავ ნივთიერებას. კარტოფილის სახამებლის სრული ჰიდროლიზის შედეგად კი მიიღება სამედიცინო გლუკოზა. სახამებლის წარმოების ნარჩენები გამოიყენება ცხოველთა საკვებას. კუჭის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება კარტოფილის ახლად გამოწურული წვენი, რომალსაც სვამენ. დიდ რაოდენობით წვენის გამოწურვა არ არის რეკომენდებული, რადგან იგი შენახვისას მალე მუქდება და კარგავს ვიტამინურ შემცველობას და შესაბამისად სასარგებლო თვისებებს. ამიტომაც საჭიროა დასალევად ახალ-ახალი წვენის გამოწურვა. ამას გარდა აკარტოფილი გამოიყენება ეთილის სპირტის მისაღებად. ქარხნული გადამუშავების შედეგად 1ტ კარტოფილისაგან მიიღება 140 კგ სახამებელი, 100 კგ დექსტრინი და 95 ლ ეთილის სპირტი. ხალხურ მედიცინაში სახეხზე გახეხილი ახალი კარტოფილი გამოიყენება კანის სხვადასხვა დაავადების დროს დაზიანებულ უბანზე დასადებად. აგრეთვე დამზვრობაზე, ეგზემის და სხვა შემთხვევებში.


პამიდორი

პამიდორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბოსტნეული კულტურაა. მის სამშობლოა სამხრეთ ამერიკა, სადაც ტროპიკებში ველურად იზრდება, როგორც მრავალწლოვანი მცენარე. ევროპაში შემოიტანეს- XVI საუკუნეში. საქართველოში - XVII საუკუნის დასასრულს. იმდროინდელ წყაროებში პამიდორი მხსენიებულია უკვე, როგორც საკვები პროდუქტი. პამიდორი შეიცავს: 6,4% შაქარს, 1,7% ლიმონის მჟავას, 14-დან 94 მგ%-მდე ასკორბინის მჟავას, 7,62% პროვიტამინ A-ს. ასევე ვიტამინებს: B, B2, P, K. მარილებს: რკინას, ფოსფორს, კალიუმს, პექტინურ ნივთიერებებს, უჯრედისს, მცირეოდენ პურინებს. პამიდორი გამოიყენება, როგორც ახალი ისე გადამუშავებული სახით. მისგან აკეთებენ სხვადასხვა სალათებს, ასევე ხარშავენ, ამწნილებენ, ამარილებენ, აკონსერვებენ, ამზადებენ ტომატ პასტას. გადამუშავების შედეგად ვოტამინების დიდი რაოდენობა უცვლელად რჩება, განსაკუთრებით წვენში. ამიტომ პამიდორი და მისგან მიღებული ახალი წვენი კარგი საშუალებაა ავიტამინოზის დროს. პამიდორი ხელს უწყობს საჭმმლის მონელებას. გარკვეული დროის წინ იყო გავრცელებული აზრი, რომ პამიდორი არასასიკეთოდ მოქმედებს ორგანიზმში მარილების ცვლაზე და ხელს უწყობს პადაგრის განვითარებას, მაგრამ ეს თეორია ყოვლად უსაფუძვლო და არასწორი აღმოჩნდა. პირიქით, პამიდორი შეიძლება ძალიან თამამად მიიღონ ბავშვებმაც, ახალგაზრდებმაც და მოხუცებმაც. ასევე მათაც, ვინც დაავადებულნი არიან პადაგრით და ათეროსკლეროზით. მეცნიერების ბოლო დროის მიღწევების საფუძველზე პამიდორის ჩართვა ისეათი ავადმყოფების რაციონშიცაა შესაძლებელი, როგორიცაა ნივთიერებათა ცვლის მოშლით დაავადებულნი, გულ-სისხლ-ძარღვთა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტით დაავადებულნი. კლინიკური ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ ახალგახეხილი პამოდორის ფაფას და მისგან გამოწურულ ახალ წვენს გააჩნია არტიმიკრობული მოქმედება, რაც აიხსნება მასში ფიტონციდების არსებობით. ფიტონციდური აქტივობა გახეხილ პამიდორს უფრო მარალი აქვს, ვიდრე წვენს. პამიდვრის ეს სასარგებლო თვისება გამოყენებულია ჩირქოვაი ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ. პამიდვრის ფოთლები ისეთ ვივთიერებას შეიცავს, რომ იგი აფრთხობს და განირიდებს ბაღის მავნებლებს.


კიტრი

კიტრი ერთ-ერთი უძველესი სამკურნალო მცენარეა. ინდოეთში იგი ცნობილი იყო ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხცამდე რამდენიმე ათასწლეულით ადრე. ინდოეთიდან კიტრი ჯერ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში შემოვიდა, შემდეგ კი ევოპაში. დღეს კიტრი მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. ის მოყავთ, როგორც სათბურებში, ასევე ღია გრუნტშიც. კიტრი (ნაყოფი) თავის შემადგენლობაში შეიცავს : 95-98% წყალს, 2,2 % ნახშირწყლებს, ცილებს, 0,1% ორგანულ მჟავებს, 10 მგ% ასკორბინის მჟავას, ვიტამინებს: B1,B2, PP. ასევე მიკროელემენტებს: რკინას, ფოსფორს, მაგნიუმს, ნატრიუმს, კალციუმს. 141 მგ%-მდე კალიუმს. ზემოთჩამოთვლილ ნივთიერებებს სათბურის კიტრი უფრო ნაკლები რაოდენობით შეიცავს, ვიდრე ღია გრუნტის. მათში არა არის ვიტამინები PP და მაგნიუმი. სამაგიეროდ სათბურის კიტრში კალიუმის შემადგენლობა 196 მგ%-მდე იზრდება. კიტრი საკვებად გამოიყენება ახალი სახით. ასევე დამარილებული, დამწნილებული, მისგან ამზადებენ ნაირგვარ სალათებს. კიტრი არის მადის გამაუმჯობესებელი. განსაკუთრებით მარინადი. კიტრი აადვილებს ორგანიზმში ცხიმებისა და ცილების შეწოვას. არვს ნაღვლმდენი, შარდმდენი და საფაღარათო თვისება, ამიტომ კიტრის ჭამა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც აქვს ქრონიკული შეკრულობა, წყალმანკი და გულის დაავადების ნიადაგზე წარმოქმნილი შეშუპებები. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ დამარილებული და მარინადი კიტრი არ უნდა გამოიყენოს მან, ვისაც აწუხებს: კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ათეროსკლეროზი, გულის მანკი, ჰიპერტონია,ღვიძლისა და თირკმლის დაავადებები. ასევე მისი მიღება აკრძალულია ორსულობის პერიოდში. ხალხურ მედიცინაში ახალი კიტრის წვენი გამოიყენება 2-4 კოვზი 3-ჯერ დღეში, სუფთა სახით ან შაქარგარეული. რეკომენდებულია ფილტვის ტუბერკულოზის, ზემოსასუნთქი გზების კატარის, ხველის დროს, ასევე როგორც დამაწყნარებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება კუჭისა და ნაწლავის კოლიტის დროს. ზამთრის პერიოდში კი კიტრის მარილხსნარი ითვლება შარდმდენ და საფაღარათო საშუალებად. ახალი კიტრის წვენით ისუფთავენებ ჭორფლიან და პიგმენტური ლაქებით დაფარულ კანს. ცხიმოვანი კანის გასაწმენდად შეურევენ თანაბარი რაოდენობით სპირტს ან ლოსიონს. 1 ჭიქა გახეხილი კიტრი და ერთი ჭიქა სპირტი. ნარევს დგამენ 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი გაწურავენ. მშრალი კანისათვის ასეთი ლოსიონი უნდა გავხსნათ თანაბარი რაოდენობით წყალში. შემდეგ კი ყოველ 100 გრ ნარევზე უნდა დავამატოთ 1 ჩაის კოვზი გლიცერინი. ცხიმიანი კანისთვის რეკომენდებულია არანაკლებ 2-ჰერ კვირაში გახეხილი ახალი კიტრის და ვაშლის ნიღაბი. კავკასიურ ხალხურ მედიცინაში გადამწიფებული კიტრის და მცენარის მთელი მიწისზედა ნაწილის ნაწარში გამოიყენება სიყვითლისა და ღვიძლის სხვა დაავადებების დროს.


სალათა

სალათა კულტურული მცენარეა, იგი გარეული სახით არ გვხვდება. მის სამშობლოდ ბრაზილია ითვლება. სალათის ფოთლები შეიცავს: 4% შაქარს, 3% ცილებს, ვიტამინებს: B1, B2, F, PP, K და 0,1% ასკორბინის მჟავა, მარილებს: კალიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორს. სალათის კვებით ღირებულებას განაპირობებს მასში შემავალი შემავალი ვიტამინებისა და მინერალური მარილების შემცველობა. ის ძალიან კარგია ბავშვთა კვებაში, ასევე დასუსტებული ავადმყოფებისათვის, განსაკუთრებით ადრე გაზაფხულზე, როცა ჯერ სხვა არაფერია. სალათის ფოთლები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს ყაზბობის თავიდან აცილებას, აძლიერებს შარდის გამოყოფას, აქვს გამახალისებელი და წყურვილის მომკვლელი თვისება. ამიტომ კარგაი სალათის გამოყენება დიაბეტით დაავადებულთა კვების პროდუქტად, ასევე ხანში სესულ ასაკში, იმ პირებისათვის, რომელთაც უფრო ჯდომითი ცხოვრების წესი აქვთ და მიდრეკილება აქვთ სიმსუქნისაკენ. სალათს იყენებენ უმი სახით. კლინიკური დაკვირვებებით დადგენილია, რომ ახალი სალათის წვენი კარგ შედეგს იძლევა ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში. ამ დროს მკვეთრად უმჯობესდება ავადმყოფთა თვითშეგრძნება. ხალხურ მედიცინაში სალათის ახალი ფოთლებისაგან დამზადებული ნაყენი რეკომენდებულია მაღალი ნერვული აღგზნების, მშფოთვარე ძილის ან უძილობის დროს. ნაყენი ასე მზადდება: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ მდუღარე წყალს. დააყენებენ გაციებამდე. სალათის თესლის წყლიან ნაყენს აძლევენ მეძუძურ დედას, ლაქტაციის გასაძლიერებლად.


მასალა მომზადებულია ucnauri.com-ის მიხედვით.




(მოამზადა თეო ტაბატაძემ)

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016