საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ციფრული მაუწყებლობის სააგენტო იქმნება. აღნიშნული დადგენილება მთავრობის გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა.
სააგენტოს შექმნის მიზანს მიწისზედა მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამუშაოების კოორდინირებულად წარმართვა წარმოადგენს.
ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება, კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; საზოგადოებრივი მაუწყებლის და მიმდინარე პერიოდში მოქმედი მიწისზედა საეთერო მაუწყებლობის კომპანიების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ხელშეწყობა; ქვეყნის მოსახლეობისთვის დადგენილი ხარისხის მრავალარხიანი მიწისზედა საეთერო მაუწყებლობით უზრუნველყოფის და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი სავალდებულო უფასო სატელევიზიო არხების გარანტირებულად გავრცელების ხელშეწყობა; შეზღუდული ბუნებრივი რესურსის - რადიოსიხშირეების მაღალეფექტურად გამოყენებით შემჭიდროვებულ ვადებში ქვეყნის საეთერო ტელემაუწყებლობის ქსელების ციფრული ტექნიკით და ტექნოლოგიებით მოდერნიზაციის, საეთერო მაუწყებლობაში ვაკუუმის არდაშვების მიზნით ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში მოსახლეობის ციფრული ინდივიდუალური მიმღებებით უზრუნველყოფის, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ციფრული მიმღებებით უფასოდ აღჭურვის ღონისძიებების განხორციელება; ციფრულ აუწყებლობაზე გადასვლის საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და წარმართვის კოორდინაცია.
ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენს. საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა 2015 წელს დასრულდება.