reportiori.ge - 2012 წლის არჩევნების შემდეგ სამშენებლო ბიზნესი მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 05:31
ეკონომიკა
2012 წლის არჩევნების შემდეგ სამშენებლო ბიზნესი მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა
ავტორი:
28 იანვარი, 2014. 15:11

გაზეთ ფაინენშელის მიერ გამოკითხული სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები მიმდინარე წელს 2008 წელს არსებული ბუმის დაბრუნებას ელოდებიან.

 

პარაგონის ხელმძღვანელი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი უძრავი ქონების კომპანია როიალ ინსთითუთ ოფ ჩართერდ სერვაივერის წევრია, აცხადებს, რომ ბაზარზე გამოცოცხლების ნიშნებია

 

Commersant.ge-ს ინფორმაციით, ნიკოლოზ ურუშაძის თქმით, 2013 წელს სამშენებლო ბიზნესის მთლიანი ბრუნვა გაზრდილია, რაც 2014 წლისთვის ოპტიმისტურ მაჩვენებელზე მიუთითებს. მისივე თქმით, მიმდინარე წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების საკითხის გამო ბიზნესში იმ ბუმის დაბრუნებაა მოსალოდნელი, რაც 2008 წლის კრიზისამდე იყო. თუმცა, ურუშაძის შეფასებით, მთლიანობაში უძრავი ქონების ბაზარი დადებით ცვლილებებზე ნელა რეაგირებს. მისი თქმით, უძრავი ქონების მსხვილ პროექტებს საფუძველი ძირითადად 2013 წელს ჩაეყარა, თუმცა ძირითადი ინვესტიციები 2014 წელს განხორციელდება. ბიზნესმენის განმარტებით, ინვესტორები ისეთ განვითარებად ქვეყნებს აკვირდებიან, რომლებიც ევროკავშირის გზაზე დგანან.

 

არქი ჯგუფში აცხადებენ, რომ  კომპანიამ 2013 წელს 5 ახალი პროექტი დაიწყო. კომპანიის დირექტორის ილია წულაიას თქმით, ბაზარზე გამოცოცხლება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეინიშნება და არქი ჯგუფი დამატებით რამდენიმე ახალი პროექტის დაწყებას მიმდინარე წელსაც გეგმავს, რადგან სტაბილურობა მეტად შესამჩნევია. დეველოპერულ კომპანია აქსისში აცხადებენ, რომ მშენებლობის მოცულობები 2013 წელს 250%-ით გაზარდეს, რაც სტაბილურობას და კომერციული ბანკების მხრიდან განაკვეთების შემცირებას უკავშირდება. აქსისი 2014 წელს ახალი პროექტების დაწყებას გეგმავს.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016