საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, თენგიზ გუნავას შეწყალებაზეც ისაუბრა. „მოვისმინე, აღშფოთებული უმრავლესობის განცხადებები თენგიზ გუნავას შეწყალებაზე. დღეს ერთ-ერთმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, საფრთხის წყარო მიწოდა. მან თქვა, რომ პრეზიდენტი საფრთხის წყაროა, იმის გამო რომ გუნავა შეიწყალა. ეს ის პარლამენტია, რომლის უმრავლესობამაც გამოუშვა პედოფილები და მკვლელები. მიუხედავათ იმისა რომ ვეხვეწებოდი, არ გამოეშვათ ისინი. ამდენი პედოფილიის შემთხვევა, რაც ახლა საქართველოშია არასდროს გვქონია. ეს ის პარლამენტია, რომელმაც გამოუშვა ჩახალიანი, მარეკ დუდაევი. გუნავას გამოშვება არის მომატებული საფრთხის წყარო და ჩახალიანის, დუდაევის, პედოფილების გამოშვება არ არის საფრთხე? თუ ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა დადგა, ამ ყველაფერს თავისი სახელი აღარ უნდა ეწოდოს? ვფიქრობ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, ეს ბურუსი აუცილებლად გაიფანტება და ყველაფერს ნათელი მოეფინება"-განცხადა პრედიზენტმა.