reportiori.ge - პეტრე მამრაძე: სქემა, რომლითაც „ნაციონალები“ ფულს შოულობდნენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:21
ინტერვიუ
პეტრე მამრაძე: სქემა, რომლითაც „ნაციონალები“ ფულს შოულობდნენ!
29 იანვარი, 2014. 14:14

„მართვის სტრატეგიული  ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე „რეპორტიორთან" საუბრისას იმ სქემაზე  საუბრობს, რომლის მეშვეობითაც „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები „ფულს შოულობდნენ"

 

-         ვარდების რევოლუციის შემდეგ,  დაიწყო ბიზნესის ტოტალური გაკონტროლება.  პირადად ვესაუბრე  კეზერაშვილის თანამშრომლებს, რომლებიც მიცნობდნენ ძველი დროიდან, მათ გულახდილად მიამბეს, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი.  მათი გეგმის მიხედვით,  არ უნდა დარჩენილიყო რომელიმე ბიზნესმენი, რომლებიც განსხვავებული პოზიციის პოლიტიკური პარტიის დაფინანსებას შეძლებდა.  იმ პერიოდში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ მე ერთადერთოი დამოუიდებელი ბიზნესმენი ვარო, ის სიმართლეს ამბობდა.


-         რას გულისხმობდა თქვენს მიერ აღნიშნული სქემა?

-         მათ არ ართმევდნენ ბიზნესს, როგორც ასეთი. უკიდურეს შემთხვევაში ყველა ბიზნესმენი დატოვეს თავისივე საწარმოში, ჰქონდათ  ხელფასი, მაგრამ  ყველაფერს საწარმოში „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები წყვეტდნენ. ფინანსდებოდნენ მხოლოდ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებზეც ეტყოდნენ, ჩვენია და უნდა დააფინანსოთო!


-         კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ პარტიაზე საუბრობთ?

-         თუნდაც „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია". 


-         ვის ევალებოდა ბიზნესის სფეროს გაკონტროლება?

-         დავით კეზერაშვილს.  იმ პერიოდში, ის  ფაქტობრივად იყო ფინანსური პოლიციის დე-ფაქტო ხელმძღვანელი, რომლის ფუნქციაც სრულიად ბიზნესის სფეროს გაკონტროლება  იყო, რომლებიც ე.წ. „აბშიაკში" შეატანინებდა ფულს.  სააკაშვილის ლოზუნგი იყო, „ყველა  კარგი ტიპი ჩვენგან კარგად მიხედილი უნდა იყოს," ისინი ეძებდნენ და პოულობდნენ  ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული განათლება ჰქონდათ მიღებული უცხოეთში ან უბრალოდ,  ინგლისურად ან სხვა უცხო ენაზე შეეძლოთ საუბარი და უცხოელებთან კონტაქტის დამყარებას შეძლებდნენ, მათ,  მაშინათვე თავბრუდამხვევ კარიერას სთავაზობდნენ და ხშირად ისინი მინისტრებიც კი ხდებოდნენ. იყო შემთხვევები, როცა ჯერ მინისტრად ინიშნებოდნენ და ამის მერე მიემგზავრებოდნენ სასწავლებლად.  გარკვეული პერიოდის შემდეგ მათი მამა, სიმამრი, ან რომელიმე  ახლობელი  საკმაოდ მსხვილი ფირმის მფლობელი ხდებოდა, რომელიც სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებდა. ისინი, მართლა მილიარდელები კი არ ხდებოდნენ, მათ ევალებოდათ, რომ გარკვეული წილი გადაერიცხათ „აბშიაკში."


-         ამას ვის მაგალითზე ამბობთ?

-         მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ დავით ბაქრაძის  სიმამრის ბიზნესი. გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ დავით ბაქრაძის სიმამრს მოგებული აქვს ორი დიდი ტენდერი, რომლებთან დაკავშრებითაც სამუშაოები არც დაწყებულა, მაგრამ ფული წაღებულია.


-         რა თანხაზეა საუბარი?

-         როგორც წესი, საუბარია მილიონებზე.


-         თუ გაქვთ ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ზემოთთქმულს დაადასტურებს?

-         ელიტარული კორუფცია, არასდროს არ ტოვებს საბუთს, ეს გამორიცხულია!


-         თუ დოკუმენტები არ არსებობს, რაზე დაყრდნობით საუბრობთ?

-         მე მოვუწიდებ ხელისუფლებას, რომ შეისწავლონ ფულის გადარიცხვები და ყველაფერი ნათელი გახდება. ჩემი ძველი კოლეგები მიყვედობნენ,  ფულის გადარიცხვა გვიწევს რაღაც მშენებლობებზე, ისე, რომ   გადარიცხვის საფუძველი არ არსებობსო.


-         რატომ არ ინტერესდება ამ თემით ამჟამინდელი ხელსუფლება?

-         ორი მიზეზი არსებობს. პირველი - სტრუქტურებში ის ადამიანები არიან დარჩენილი, რომლებიც ამას უშუალოდ აკეთებდნენ. მეორე მიზეზი კი არის ის, რომ მოხდა ე.წ. „სიმბიოზი."  არჩილ კბილაშვილი რომ სუფთა ადამიანიაა, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ჩემთან ხმებიც კი მოდიოდა, ის ბიზნესმენი, რომელსაც ევალებოდა „აბშიაკში"  ფულის გადარიცხვა და ვის სახელზეც იყო გაფორმებული ბიზნესი, იბარებდნენ პროკურატურაში და ეუბნებოდნენ: ამ შენს ბიზნესს „გადაწერ" შენს ცოლისძმაზე, კიდევ 5 მილიონს შეიტან და მერე უკვე „ჩახსნილი" ხარო. მაგრამ ეს „აბშიაკი" არა „ქართულ ოცნებას" არამედ კერძო პირებსაა. შედეგი არის ის, რომ 2012 წლის 21 ოქტომბრიდან, როცა პარლამენტმა სცნო თავისი უფელბამოსილება და გავლილია თითქმის წელიწადი და სამი თვე,  უნდა ვაღიაროთ, რომ პრინციპული ძვრა ამ კუთხით არ არის და ის ადამიანები,  რომლებიც ამ  დანაშაულ ჩადიოდნენ, ისევ დაუსჯელები არიან.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016