reportiori.ge - ზონდერგოგამ „ასავალ-დასავალს“ უჩივლა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:10
პრეს-დაიჯესტი
ზონდერგოგამ „ასავალ-დასავალს“ უჩივლა!
ავტორი:
29 იანვარი, 2014. 14:27

2012 წლის 19 სექტემბერს სააკაშვილის ხელისუფლების თავზე სიკვდილის ბუზმა აკაკი ჩხაიძის ვერტმფრენივით რომ დაიწყო ტრიალი და ე. წ. „ციხის კადრები" გავრცელდა, გამოვარდა სახეაშლილი სააკაშვილი, რომელსაც კაბინეტში მურთაზ ზოდელავა, ვანო მერაბიშვილი და ადეიშვილი ესხდნენ და სიტყვასიტყვით ასეთი რამ განაცხადა:

 

„...რეალურად მოხდა სისტემური მარცხი, თუნდაც ის ფაქტი, რომ თქვენ გუშინ იძახოდით, არსებული პატიმრებისგან იღებდნენ დავალებებსო, ბოდიში, მაგრამ ეს რაზე მეტყველებს?.. რა სიტუაციაა ციხეებში?.. კანონიერი ქურდები ვეღარ მართავენ, სამაგიეროდ, რა ხდება შიგნით?..

ციხის შიგნით რაც ხდებოდა, და რაც მოხდა, ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ და ნეტავ არ გვენახა, ძვირფასო მეგობრებო!

სააკაშვილმა, უბრალოდ, ვერ გარისკა და ტელეეთერში ვერ აღიარა, ციხეებში ტუსაღებს აუპატიურებდნენო, თორემ საცოდავ პატიმრებზე სექსუალურად რომ ძალადობდნენ და მაგალითად, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძეს მერვე საპყრობილის დირექტორის - ნაძირალა ალექსანდრე მუხაძისა და რეჟიმის უფროსის ოლეგ ფაცაციას ბრძანებით ცნობილმა „ქართებმა" - სისაურმა და ტერაშვილმა რომ მოუღეს ბოლო, სამთელქვეყნოდ ცნობილი ამბავია!..


ცხადია, ამ ბილწ საქმეში ჩვენს მომჩივანს - ყოფილ „კმარელსა" და შემდეგ უკვე ცნობილ ზონდერს - გოგა ონიანს, რომელმაც 2009 წლის 15 ივნისს პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის წინ მშვიდობიან მომიტინგეებს „დუბინკების" თავები დაუხეთქა, მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, ის ფაქტი, რომ ონიანი მიხეილ სააკაშვილის ასპიტის - ბაჩო ახალაიას უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, სახალხო დამცველის 2005 წლის მეორე ნახევრის სპეციალური ანგარიშით დასტურდება. კერძოდ, დოკუმენტის 41-ე გვერდზე ვკითხულობთ:


„...საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა მოინახულეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის № 1 საპყრობილეში მყოფი მსჯავრდებული დავით ზარნაძე, რომლის განმარტებით, ქსნის № 7 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულების უფროსმა ბაჩანა ახალაიამ და თანამშრომლებმა - გ. ონიანმა და სხვებმა იგი სასტიკად სცემეს, რა დროსაც მან ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ამ საქმესთან დაკავშირებით მასალები გაეგზავნა გენერალურ პროკურატურას. ზარნაძის თქმით, მას სცემდნენ პისტოლეტის ტარით და სხვა საგნებით..." (გვ. 41).


აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პატიმარმა დავით ზარნაძემ „ასავალ-დასავალის" „ცხელ ხაზზე" ჩემს კოლეგა ზაზა დავითაიასაც დაურეკა და მოუყვა, თუ როგორ შეუვარდა მას სხვა ჯალათებთან ერთად გოგა ონიანი საკანში და როგორ მოსთხოვეს საკნის მობინადრეებს ფეხზე წამოდგომა. ზარნაძეს ონიანისთვის ბოდიშის მოხდით უთქვამს, ფეხი მილპება, საწოლიდან ვერ ვდგებიო!.. ზონდერგოგას უკითხავს - აბა, ერთი მანახე, ფეხი სად გტკივაო!.. ზარნაძეს ფეხიდან „ადეალა" გადაუწევია და ონიანისთვის მტკივანი ადგილი უჩვენებია. ზონდერგოგას იარაღი დაუძრია და პისტოლეტის ტარი პატიმრებისთვის პირდაპირ მტკივან ადგილში ჩაურტყამს!...

ახლა კი იმის შესახებ, პატივცემულო მკითხველო, თუ რატომ გვიჩივლა ონიანმა.


ცხადია, ზონდერგოგა ჩემმა წერილმა გააღიზიანა, როცა დაახლოებით ამ ერთი თვის წინათ მისი და მისნაირი „ადუკანტების" შესახებ მთელ საქართველოს ვაუწყე - „იცნობდეთ, ესენი 26 ათასი ქართველი მამაკაცის გამაუპატიურებლებს იცავენ-მეთქი!.."

ონიანი იფიცება - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირთაგან არცერთი ადამიანის გაუპატიურებაში არ არის მხილებულიო!.:.


ძვირფასო მეგობრებო, კი მაგრამ, მიშამ აღიარა, რაც ციხეებში ხდებოდა, ეს „სისტემური მარცხი" იყოო?.. რა თქმა უნდა, აღიარა და სწორედ ამ აღიარებით იწყება წინამდებარე წერილი!.. ჰოდა, მაშინ ეს სისტემა, რომელიც პატიმრებს აუპატიურებდა, ამ სიბილწის ვიდეოგადაღებასა და მერე საიდუმლო სამალავებში მათ კოხტად და აკურატულად დასაწყობებას უზრუნველყოფდა, ხომ ვერ მეტყვით, ვინ შექმნა და ვინ ჩამოაყალიბა - ჩემმა დიდმა ბაბუამ - ცხონებულმა ლუკა გიორგის ძე ჩუბინიძემ თუ ნაძირალა ბაჩო ახალაიამ, ვანო მერაბიშვილმა, მიხეილ სააკაშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა, დათა ახალაიამ და კიდევ მისთანა თახსირებმა?..


ონიანო, ბაჩო ახალაიას პირველი მოადგილე იყავ. მისი სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს და არ იცი, ზონდერგამაუპატიურებლები - თემურ უბირია, აქოთებული კოხტა კოდუა და მათი უსტაბაში - სამეგრელოს კუდ-ის უფროსი რუსლან შამახია ვისი ბრძანებით აუბედურებდნენ ადამიანებს?...


26 ათასი ადამიანი ვითომ საჩუმათოდ, სადღაც მოყუჩებულში გააუპატიურეს და თქვენ ამის შესახებ არაფერი იცოდით აქოთებული სისტემის კიდევ უფრო აქოთებული მესაძირკვლენო?..


ჩემდა უნებურად, ძველთაძველი ისტორია მახსენდება... ერთ კაცს მოკეთის ოჯახში რაღაც შეეშალა; ამის გამო მის გვერდით დგომას ყველა კეთროვანივით გაურბოდა. მასზე ამბობდნენ, დაწყევლილია, მაგის ხელის ჩამორთმევას სიკვდილი სჯობს, ვინც მაგასთან პურს გატეხს, ის სხვის ოჯახში ვერ შევაო!.. იმ კაცს არავინ გაუუპატიურებია, უბრალოდ, კაცობაში შეეშალა და, როგორც ვიცი, ბოლოს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე!..


დიახ, ზონდერმამათმავლების - კოხტა კოდუას, მეგის ქარდავას, თემურ უბირიასა და მისთანათა ფიურერი - ბაჩო ახალაია  იმ საცოდავი 26 ათასი ქართველის მეკუბოვე და დამმიწებელია!

ჰოდა, შენ ვიღა გამოდიხარ და ვის იცავ, ბიძიკო?..

იქნებ შენ მამათმავალთა მამამთავრის დამცველი კი არა, უფრო დიდი უბედურება ხარ, გოგა?

მაგასაც აუცილებლად გავარკვევთ!..




დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016