„ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილს შეხვედრას და ეკონომიკურ საკითხებზე ერთობრივ მსჯელობას სათავაზობს. დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელზე ვრცლად ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა კრიზისშია შესული. „ მინდა შევთავაზო მთავრობას და პრემიერს ჩვენს გუნდში არიან კვალიფიციური ეკონომისტები, სპეციალისტები რომლებიც წინა წლებში უზრუნველყოფდნენ ეკონომიკის ზრდას წელიწადში 7 -8 პროცენტით. მზად ვართ გვერდზე გადავდოთ პოლიტიკა. ვთავაზობ პრემიერს შეხვედრას და ამ შეხვედრის მთავარი თემა ეკონომიკურ საკითხები ქინება, რათა ერთად ვიმსჯელოთ როგორ გამოვიყვანოთ საქართველოს ეკონომიკა კრიზისიდან"-განაცხადა დავით ბაქრაძემ. ბრიფინგზე პრეზიდენტობის კანდიდატმა ის ინიციატივებიც გააჟღერა, რომელთა განხორციელებასაც ის ხელისუფლებას სათვაზობს. „1. ბიზნესს უნდა ჰქონდეს სრული დაცულობის განცდა.უნდა მოხდეს სრული დეკრიმინალიზაცია. ეს იყო ერთ-ერთი პრობლემა წინა წლებში.2. ბიზნესისთვის სტაბილურობის განცდის შექმნა- უახლოეს 5 წლიწადში მთავრობამ არ უნდა შეცვლოს თამაში წესები, არ უნდა შემოიღოს დამატებით რეგულაციები და ტვრითი ბიზნსეისთვის. 3. ბიზესს უნდა ჰ ქონდეს ხელსაყრელი გარემო - გაგრძელდეს გადასახადების შემცირება."-განაცხადა დავით ბაქრაძემ. პრეზიდენტობის კანდიდატის განმარტებით ის მზად არის ნებისმიერ დროს შეხვდეს პრემიერ-მინისტრს. დავით ბაქრაძე იმედს გამოთქვამს, რომ მის განცხადებს პრემიერის დადებითი გამოხმაურება მოყვება