reportiori.ge - ლარის კურსის დაცემის პარალელურად, საწვავის ფასი იზრდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:22
ეკონომიკა
ლარის კურსის დაცემის პარალელურად, საწვავის ფასი იზრდება
ავტორი:
29 იანვარი, 2014. 18:09

გაზეთ „რეზონანსის" ინფორმაციით, ლარის კურსი საწვავის ფასებზე ადექვატურ გავლენას ახდენს. ქართველი იმპორტიორების განაცხადებით, ეროვნული ვალუტის დაცემა თუ გაგრძელდა, საწვავზე არსებულ ფასებს ვერ შეინარჩუნებენ. რა მაჩვენებლით შეიძლება საწვავი გაძვირდეს, კომპანიებში ვერ აკონკრეტებენ.


ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ვარაუდობენ, რომ ამ დიაპაზონში (რაშიც ლარია დოლართან მიმართებაში) საწვავი, შესაძლოა, მაქსიმუმ 5 თეთრამდე გაძვირდეს.


სავალუტო კურსის ცვალებადობის გამო საწვავმა გაძვირება მცირე ინტერვალით დეკემბრიდან დაიწყო, თვის ბოლოს კი 5 თეთრამდე მოიმატა, მაგრამ იანვრის დასაწყისში 2-3 თეთრით შემცირდა კიდეც.


როგორც იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების შემცირებამ კომპენსირება, გარკვეულწილად, ადგილობრივ ბაზარზეც მოახდინა, თუმცა საწვავის გაძვირება მაინც გარდაუვალი გახდა. დიდი ალბათობით, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.


ამ ეტაპზე საწვავი გაძვირდა „ლუკოილის" ქსელში. კომპანია „ევროსუპერს" 2.22 ლარად ყიდის, „პრემიუმ ავანგარდის" ფასი 2.15 ლარია, „ევრორეგულარი" 1.99 ლარი ღირს, ხოლო ევროდიზელის ფასი 2.17 ლარს შეადგენს.


გაძვირების პირობებშიც კი ნავთობპროდუქტების ქართულ ბაზარზე „ლუკოილი" პროდუქტს ყველაზე დაბალ ფასში ყიდის. შედარებისთვის, „სოკარის" ქსელში „სუპერის" ფასი 2.27 ლარს შეადგენს, „პრემიუმი" 2.22 ლარია, „ევრორეგულარი" - 2.10 ლარი, ხოლო ევროდიზელის ღირებულება 2.22 ლარს შეადგენს.


ქვეყნის ფინანსთა მინისტრი თავს იმით იმშვიდებს, რომ დოლართან მიმართებაში არა მხოლოდ ლარმა, არამედ ყველა ვალუტამ დაკარგა წონა. იგი არ გამორიცხავს, ეროვნული ვალუტის ოდნავ გაუფასურებამ საწვავის ფასზეც იმოქმედოს, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს პირდაპირპროპორციულ ზრდას არ გამოიწვევს.

 

საწვავის ფასზე მოქმედებს ორი ძირითადი ფაქტორი: პირველი - საერთაშორისო ფასი ნავთობპროდუქტებზე პლატცის" მიხედვით და მეორე - ლარის გაცვლილით კრუსი დოლართან მიმართებაში. 2013 წლის ბოლოს, იმის გამო, რომ ლარი იყო გაუფასურებული, მოხდა საწვავის 5 თეთრით გაძვირება. ამასთან, უნდა ითქვას, რომ წლის დასაწყისიდან, მართალია, ლარი გაუფასურებას განაგრძობდა, მაგრამ საერთაშორისო ფასები იყო შემცირებული და ამან, გარკვეულწილად, კომპენსირება მოახდინა, ყოველ შემთხვევაში, ფასებზე არ უმოქმედია.

 

გარდა ამისა, სადღესასწაულო დღეები იყო და ფასების ზრდის მიმართულებით კორექტირება არ მომხდარა. უფრო მეტიც, ბენზინი 2-3 თეთრით გაიაფდა. რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, ეს დამოკიდებულია ლარის ფაქტორზეც. თუ ეროვნულმა ვალუტამ კვლავ გააგრძელა გაუფასურება, ეს, სამწუხაროდ, საწვავის ფასზე გავლენას მოახდენს.

 

არის მეორე ფაქტორიც - საერთაშორისო ფასებმა დაიწყოს მატება და იგი საქართველოში საწვავის საცალო ფასზე აისახოს, თუმცა ამის ნიშნები ჯერ არ არის. ვინაიდან ეს უკანასკნელი ფაქტორი ჯერ არ შეიმჩნევა, გვრჩება ლარის გაცვლითი კურსი და, შესაბამისად, საწვავის ფასი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ იმერყევებს ლარი დოლართან მიმართებაში. თუ ვარდნა გაგრძელდა, ბუნებრივია, საწვავის ფასზეც იმოქმედებს", - განმარტავს „ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.

 




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016