reportiori.ge - რიჩარდ ნორლანდი: საქართველოში დიდი პროგრესია მიღწეული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 18:11
პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: საქართველოში დიდი პროგრესია მიღწეული
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 17:09

ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში ჟურნალისტებს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.  რიჩარდ ნორლანდის თქმით, მას აინტერესებდა არასაპარტამენტო პარტიების ლიდერების ხედვა საპრეზიდენტო და მომავალი წლის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. მთელი რიგი საკითხები იკვეთება, როგორიცაა საარჩევნო კამპანიის დაფინანსება, საოლქო კომისიების დაკომპლექტების წესი, თუ რამდენად იქნებიან წარმოდგენილი პოლიტიკური სუბიექტები, მედიის პოლარიზება - არის თუ არა იმ დონეზე პოლარიზებული მედია, რომ ხელი შეეშალოს ყველა პოლიტიკური პლატფორმის სამართლიან გაშუქებას. მედიას დიდი როლი აკისრია ამ პროცესში. ამგვარი შეხვედრები კი დაგვეხმარება გავიაზროთ საქართველოს საზოგადოებაში არსებული შეხედულებები დავხვეწოთ ძალისხმევა, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოში დემოკრატიის შემდგომ განვითარებას. საქართველოში მიღწეულია დიდი პროგრესი, მაგრამ კვლავ რჩება ადგილი პროგრესისთვის", - აღნიშნა ამერიკის ელჩმა. რიჩარდ ნორლანდი არასაპარლამენტო პარტიების ლიდერებს ამერიკის საელჩოში შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნინო ბურჯანაძე, აკაკი ასათიანი, ფიქრია ჩიხრაძე, პაატა დავითაია, ბაჩუკი ქარდავა, კახა კუკავა, ჯონდი ბაღათურია, შალვა ნათელაშვილი, გიორგი თარგამაძე და სერგო ჯავახაძე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016