reportiori.ge - როგორი იქნება ჰოროსკოპის ნიშნებისთვის 30 იანვარი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:10
სხვადასხვა
როგორი იქნება ჰოროსკოპის ნიშნებისთვის 30 იანვარი
30 იანვარი, 2014. 14:18

ასტროლოგები დღევანდელი დღისთვის შემდეგ პროგნოზს გვთავაზობენ:

 

ვერძმა დღევანდელი დღე ფინანსების განკარგვას უნდა დაუთმოს. როგორც ასტროლოგები აღნიშნავენ, მატერიალურ ნიადაგზე წარმოქმნილი გაღიზიანება, შრომისუნარიანობაზეც უარყოფითად აისახება. ამასთან ერთად, დღეს მოზღვავებულმა სიახლის სურვილმა, შესაძლოაწარმოუდგენელი ავანტიურისკენ გიბიძგოთ.

 

კურო - ოჯახთან თქვენი ფიზიკურად დაბრუნება, სრულებითაც არ ნიშნავს, მათთან თქვენს პიროვნულ და სულიერ დაახლოვებას. შეეცადეთ მეტი საერთო ენა გამონახოთ მშობლებთან და დედმამიშვილებთან. გამორიცხული არაა სერიოზული და რთული საქმიანი მოლაპარაკებებისას, თქვენი მისამართით გამოთქმულმა უტაქტო რეპლიკამაც ძალიან გაგაღიზიანოთ, მაგრამ უმჯობესია მაქსიმალურად შეიკავოთ თავი, შესაძლო კონფლიქტის გაღვივებისაგან და ყველა ღონე იხმაროთ საიმისოდ, რომ ღირსეულად და მშვიდად გამოხვიდეთ ამ დაძაბული სიტუაციიდან.

 

ტყუპები - საკმაოდ პოზიტიური დღეა. შესაძლოა ახალმა, საქმიანმა შემოთავაზებამ, ან ორიგინალურმა იდეამ, წარმატებული სამომავლო პროექტის დაწყებისკენ გიბიძგოთ. თუმცა, მსხვილი კაპიტალდაბანდებებისაგან და უძრავი ქონების შეძენისაგან თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ. უმჯობესია დღევანდელი დღე, სამომავლო სტრატეგიის შემუშავებას დაუთმოთ და წვრილმანები დახვეწოთ. ნუ უგულვებელყოფთ იმ რჩევებს, რომლებსაც დღეს, უახლოესი მეგობრები ან ოჯახის წევრები მოგაწვდიან, მათი გათვალისწინებით, სამომავლოდ სერიოზულ საფრთხეს აიცილებთ თავიდან.

 

კირჩხიბი - დიდია ალბათობა, რომ დღევანდელი დღე გარკვეული ვნებათაღელვისა და დაძაბულობის გარეშე არ ჩაივლის. უმჯობესია, საკუთარი პოზიციების დასაცავად (მით უმეტეს, თუ ეს საქმიან სფეროს ეხება) მაქსიმალური პრინციპულობა გამოიჩინოთ და მოვლენების მსვლელობას თვალი, მხოლოდ კულისებიდან არ ადევნოთ. დღეს ის დღეა, როცა გარშემომყოფები თქვენს შემართებას ჯეროვნად დააფასებენ.

 

 

ლომი - დღეს დასვენებისა და ძალების მოკრიბის შესანიშნავი საშუალება მოგეცემათ. კარგი იქნება თუ პარალელურად, სპორტით ან ხანგრძლივი სეირნობითაც დაკავდებით. ამასთან ბრმად ნუ ენდობით ნურავის რჩევას, თუნდაც უახლოესმა მეგობარმა გადაწყვიტოს თქვენი დახმარება, ეცადეთ მხოლოდ საკუთარ გულისხმას უგდოთ ყური. მაქსიმალურად გააკონტროლეთ საკუთარი ქმედებები და მკვეთრი რეპლიკებისაგანაც შეიკავეთ თავი, თორემ შესაძლოა ამის გამო საყვარელ ადამიანთან დაგეძაბოთ ურთიერთობა. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, აჯობებს პატივი სცეთ პარტნიორის აზრს, რაც არ უნდა მიუღებლად მოგეჩვენოთ იგი.

 

ქალწული - დღევანდელი დღე, არცთუ იოლი ამოცანების გადაჭრის აუცილებლობის წინაშე დაგაყენებთ. ამ მხრივ განსაკუთრებული სიძნელეების გადალახვა, პროფესიულ ასპარეზზე მოგიხდებათ. რადგან თქვენი უკომპრომისო საქციელიდან გამომდინარე, ჯიუტად არ გსურთ ჩვეული საქმიანობის კურსის, ახლებური ტაქტიკით ჩანაცვლება, რომელსაც გარშემომყოფნი დაჟინებით გირჩევენ. ამგვარი საქციელი კი სამომავლოდ შესაძლოა, რეპუტაციის შელახვადაც კი დაგიჯდეთ.

 

სასწორი - დღე საკმაოდ მშვიდად და პოზიტიურად ჩაივლის. შეგიძლიათ სამომავლო გეგმების დასახვას მიჰყოთ ხელი ან უკვე არსებული, საქმიანი კონტაქტების გაფართოება-გამრავალფეროვნებით დაკავდეთ. თუკი ახლო მომავალში, სამსახურეობრივ მივლინებას გეგმავდით, დღევანდელი დღე გამგზავრებისთვის სწორედ რომ საუკეთესოა, რადგან სავსებით შესაძლებელია, უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას, სწორედ დღეს მიაღწიოთ თქვენთვის სასურველ და მომგებიან შეთანხმებას.

 

ღრიანკალი - დღე საკმაოდ რთული იქნება, განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. შეეცადეთ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას, მხოლოდ ცივი გონებით იხელმძღვანელოთ და ემოციებს ნაკლებად აჰყვეთ. გახსოვდეთ, დღეს პროფესიულ ასპარეზზე წარმატების მიღწევას, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ამბიციურობის გაკონტროლების ხარჯზე თუ მოახერხებთ. დღევანდელი დღე, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გარკვევის თვალსაზრისითაც არ მოგცემთ სასურველ შედეგს, რადგან თქვენს არგუმენტებს იგი, ძალზე არასერიოზულად მოეკიდება.

 

მშვილდოსანი - დღევენდელი დღე, პროფესიულ ასპარეზზე საკმაოდ პოზიტიურ შედეგებს მოგიტანთ. გამორიცხული არაა, მიიღოთ საქმიანი წინადადება, რომელიც თქვენს ცხოვრებას მკვეთრად შეცვლის. ამიტომ მაქსიმალურად დადებითი კუთხით უნდა შეძლოთ, როგორც პროფესიული ისე პიროვნული თვისებების წარმოჩენა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ დღეს მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებს შორის ზღვარი, ძალზე მცირეა და დაპირებებს ბრმად ნუ ენდობით. თუ სამოგზაუროდ ან მივლინებაში მიდიხართ, წინ არაჩვეულებრივი, დაუვიწყარი თავგადასავალი გელით.

 

თხის რქა - დრო დადგა ოჯახური ურთიერთობების მოგვარებას დაუთმოთ ყურადღება. გამორიცხული არ არის, გარკვეული სახის მატერიალური პრობლემების წინაშეც აღმოჩნდეთ. თუმცა ფინანსურ სიძნელეებს, დღის ბოლოს საკმაოდ უმტკივნეულოდ მოაგვარებთ. შეეცადეთ დრო არა მარტო საკუთარ თავს, არამედ თქვენს გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც დაუთმოთ. ამგვარმა დაკვირვებამ შესაძლოა არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების გზებიც კი გიკარნახოთ.

 

მერწყული - დღე საკმაოდ პოზიტიურად ჩაივლის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ძალოვან ან ოფიციალურ სტრუქტურაში მოღვაწე ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით. მართალია დღეს, ნებისმიერი სირთულის ამოცანას გაართმევთ თავს, მაგრამ საქმიანი მოლაპარაკებების მსვლელობისას, მაინც მაქსიმალური ნებისყოფისა და მიზანსწრაფულობის გამოჩენა გმართებთ, რათა საკმაოდ ძლიერი კონკურენტები, თვალნათლივ დაჩრდილოთ და ჩამოიშოროთ. დადებითი განწყობა და გარშემომყოფთა მიმართ, კეთილი დამოკიდებულება, თქვენს წარმატებას კიდევ უფრო გაამყარებს.

 

თევზები - მოსალოდნელია დღეს თქვენს გარშემო,რამოდენიმე საინტერესო სპექტაკლი გათამაშდეს. მაგრამ თუ წინდახედულად იმოქმედებთ, ამ ყველაფრისგან არამც თუ დაზარალდებით, პირიქით შესაძლოა სარგებელიც ნახოთ. დღევანდელი დღე თქვენთვის მოქმედების დღე არაა, ამიტომ უმჯობესია დრო, სამომავლო გეგმების დასახვას და მათ წარმატებით რეალიზებაზე ფიქრს დაუთმოთ. თავი შეიკავეთ ზედმეტი კამათისაგან, ფილოსოფიური მსჯელობის უნარი დღეს ნაკლებად გამოგადგებათ, აქედან გამომდინარე ნუ ჩაერთვებით პოლემიკაში.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016