reportiori.ge - გიორგი თარგამაძე: რიჩარდ ნორლანდმა ნათლად ბრძანა რომ აშშ ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ქვეყანაში კონკურენტული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების პროცესში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 18:15
პოლიტიკა
გიორგი თარგამაძე: რიჩარდ ნორლანდმა ნათლად ბრძანა რომ აშშ ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ქვეყანაში კონკურენტული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების პროცესში
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 17:48

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წევრი და საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი თარგამაძე,  ამერკის ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრის შემდეგ „რეპორტიორს" ესაუბრა. მსჯელობა საარჩევნო გარემოს კონკურენტუნარიანობასა და დაბალანსებას შეეხო. „ერთი კვირის წინ ვთხოვე ამერიკის ელჩს რომ  გამოენახა  დრო და შეხვედროდა არასაპარლამენტო,  პოლიტიკურ ძალებს.  განსაკუთრებით იმ საპრეზიდენტო კანდიდატებს, რომლებიც  საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებენ. ამერიკის საელჩომ ამ შეხვედრას ორგანიზება დროულად გაუკეთა  და დღეს საათნახევრის განმავლოლბაში, 14-ზე მეტი პოლიტიკური ძალის ლიდერს ჰქონდა შესაძლებლობა საარჩევნო გარემოსთვის  საკუთარი შეფასება მიეცა."  -აცხადებს თარგამაძე. საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას" ხისტი დამოკიდებულება აქვს. ამერიკის ელჩი, შეხვედრაზე მყოფ პირებს დახმარებას  დაპირდა. „ამერიკის ელჩმა, სრულიად ნათლად, ბრძანა, რომ აშშ.  მხარს უჭერდა და ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ქვეყანაში კონკურენტული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების პროცესში. ამ მხრივ,  უნდა აღვნიშნოთ, რომ ამერიკელებმა წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი, პოლიტიკური, არამედ  ფინანსური ინვესტიციაც ჩადეს ამ საქმეში, რომ ვითარება ოდნავ მაინც გამოსწორებულიყო.  სრული უპასუხისმგებლობა იქნება, თუ კი საერთაშორიო ორგანიზაციების ძალისხმევასაც და ჩვენს საერთო მცდელობას,  ვითარება გამოსწორდეს და არჩევნებთან დაკავშირებით ქვეყანაში კითხვები აღარ ჩნდებოდეს  არ მივხედავთ.  თუკი „ქართული ოცნება" ამ სამართლიან, ობიექტურ  მოთხოვნას ზურგს შეაქცევს და კვლავ სადავოდ დატოვებს საკითხს კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკვშირებით."-განაცხადა თარგამაძემ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016