reportiori.ge - რას იზამენ ახლა ალასანია და ნაჭყებია, მიშასავით თავის ჭკუაზე გადააკეთებინებენ ციფრებს?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:14
პრეს-დაიჯესტი
რას იზამენ ახლა ალასანია და ნაჭყებია, მიშასავით თავის ჭკუაზე გადააკეთებინებენ ციფრებს?!
ავტორი:
30 იანვარი, 2014. 20:00

ორი თვეც არ გასულა, რაც საქართველოს თავდაცვის მთლიანად დასავლეთზე ორიენტირებულმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ, საქვეყნოდ გამოაცხადა ის, რასაც სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებიც კი არ ამბობდნენ საჯაროდ. კერძოდ, «რუსთავი 2»-ის პირდაპირ ეთერში მან ქვეყნის წინაშე მთავარი საფრთხე ასე «აგვიხსნა»: «მე ვერ ვხედავ სამხედრო საფრთხეს რუსეთის მხრიდან...

 ჩვენი მოწინააღმდეგეები შეეცდებიან, საზოგადოების შიგნით, საქართველოს შიგნით შექმნან ახალი განწყობები კრიტიკული, სკეპტიკური ევროპული ინტეგრაციისკენ... საზოგადოებრივი განწყობის შექმნაზე გადავა აქცენტი ჩვენი მოწინააღმდეგეების მხრიდან. ამიტომაც, ძირითადად, ასეთ საფრთხეებს ვხედავ, კონტრდაზვერვით საფრთხეებს და აქედან გამომდინარე, მთელი სახელმწიფო და სპეციალური სტრუქტურები იქნება მობილიზებული, რათა არ დავუშვათ არც ერთ შემთხვევაში ასეთი განწყობების კულტივაცია».

 

მინისტრის მუქარას ახლა უკვე «ახალი მემარჯვენე» ქალბატონი მანანა ნაჭყებიაც შეუერთდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ახალი ხელისუფლება დააკვალიანა: «მჯერა, რომ დღევანდელი ხელისუფლება წავა დასავლეთის კურსით. ეს ბერკეტი არ არის საზოგადოების განწყობა. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობა და მე ვფიქრობ, რომ ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმზე დაადასტურა არა ერთხელ, რომ  ის არის დასავლური კურსის მომხრე, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და, რაც ყველაზე მთავარია, ბატონმა დავითმა, გნებავთ, ჩათვალოს ეს წინა ხელისუფლების გარკვეულ დამსახურებად, ის, რომ საქართველო ეკონომიკურად და ენერგეტიკულად აღარ არის რუსეთზე დამოკიდებული.

 

ეს არის უდავოდ ის პრიორიტეტები, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და მოკლედ ვიტყვი, რომ აღარ მივუბრუნდეთ, ვთქვათ ამ თემას, ჩემი მხრიდან ყოველშემთხვევაში, მაშ რა ბერკეტი დარჩა რუსეთს? ვფიქრობ, რომ ძალიან საშიში ტენდენცია შეიძლება იყოს საზოგადოებაზე რაღაც გარკვეული იდეოლოგიური გავლენის მოხდენა და განსაკუთრებით შეიძლება იყოს, რომ, ვთქვათ, ევროპა ჩვენ თავს მოგვახვევს რაღაც გარკვეულ ლიბერალურ ღირებულებებს და მე ვხედავ სოციალური ქსელების საშუალებით, რომ რაღაცნაირად ხდება ამ თემის აგორება, ამიტომ მე ვთლი, რომ ხელისუფლება დღეს ვალდებულია, თავის თავზე აიღოს. გარდა დეკლარირებული კურსისა, ძალიან მნიშნელოვანია, რომ მან გარკვეული იდეოლოგიური საქმიანობაც გასწიოს».

 

ჟურნალისტის კითხვა: «ანუ თქვენ გულისხმობთ ევროპული იდეების დისკრედიტაციის საფრთხეს?»

 

მანანა ნაჭყებია: «რა თქმა უნდა, ევროპული იდეების დისკრედიტაციის საფრთხეს ვგულისხმობ და ამაში ვხედავ ძალიან მნიშვნელოვან როლს ხელისუფლებისას, რომ მან არ დაუშვას ჩვენს ქვეყანაში ეს. ამის ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს, ამის ტექნოლოგია არსებობს და ჩვენ ყველაფერი ეს უნდა გავაკეთოთ. ყოველ შემთხვევაში მე შემიძლია ვთქვა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ვართ დასავლური კურსის მიმდევრები, ნამდვილად გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს მცირე შანსი მაინც არ დატოვოს ქვეყანაში, რომ საზოგადოებაში განწყობა შეიცვალოს სწორედ აი ამ მიმართულებით».

 

ყურადღება მიაქციეთ, რა რევერანსებით მიმართავს ეს ქალბატონი დავით დარჩიაშვილს და უწონებს «ნაციონალური» ხელისუფლების «დამსახურებებს»! იმასაც დაუკვირდით, როგორ ერთი-ერთში ჰგავს «ახალი მემარჯვენის» პათოსი ირაკლი ალასანიასას! ვინ ვისი ოპოზიციაა, ვეღარ გაიგებ, ისინი ხომ ყველანი ერთიანად დასავლეთზე ორიენტირებულნი არიან! ერთი ლექსიკით და ლიზღიერად მოიხსენიებენ რუსეთს და მართლაც გაუგებარია, ნუთუ ამ ერთსულოვნებას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი ურღვევდა?

 

კიდევ უფრო სახალისოა, რომ პოლიტიკოსი ქალბატონი რეფერენდუმსა და პლებისციტს (ისიც ერთხელ და არა «მრავალჯერ» ჩატარებულს, როგორც მას ჰგონია) ერთმანეთისგან ვერ არჩევს. ან... არჩევს, მაგრამ ასე ურჩევნია. მართლაც, ეს რიტორიკა, რომ «საქართველო არჩეულ ევროპულ კურსს არ გადაუხვევს», დღეს ავანსცენაზე მყოფ ყველა პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს! ხალხის სახელით ლაპარაკი მათი ექსკლუზივია, თავად ხალხს კი, აბა, ვინ ეკითხება რამეს?

 

რა «ტექნოლოგიებზე» ლაპარაკობს ქალბატონი მანანა? არ დაუშვათ სხვა, ჩვენგან განსხვავებული აზრიო, მიგვანიშნებს იგი. რა გამოდის? თუ ამას არ შევისმენთ, რას გვიზამენ? დაგვიჭერენ? პირს აგვიხვევენ? ტელევიზიებს დახურავენ და გაზეთების რედაქციებს დაარბევენ? კი მაგრამ, ამას ხომ სააკაშვილიც აკეთებდა, ოღონდ იმას მაინც არ იძახდა, განსხვავებული აზრის გამო ვსჯი ამ ადამიანებსო! მაშ, რას უწუნებდით ან რა «დაამარცხეთ»? იქნებ მიესალმოთ კიდეც «დემოკრატიის შუქურის» ხელმეორედ გაბრწყინებას?

 

ქალბატონ მანანას ერთი დააკლდა, ეთქვა, კონსტიტუციაში გრაფა აღვადგინოთ «პარტიის (ამათ შემთხვევაში _ დასავლეთზე ორიენტირებული პარტიების) წარმმართველი როლის» შესახებო! საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე ამ მუხლის ამოღებამ მთელ სსრკ-ში დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია, რადგან კომპარტიას ყველაფერში ჩარევის საშუალება მოუსპო, თუმცა რას ერჩით ნაჭყებიას, ის მაშინ ჯერაც კომკავშირულ-პარტიულ სამუშაოზე იყო და სულ სხვა საქმეს ემსახურებოდა!

 

«ახალ მემარჯვენეს» არც ეკონომიკის ექსპერტი ჩამორჩა და სახედარივით ტყუპი წიხლი უთავაზა რუსეთს: «თუ შევხედავთ რაციონალურ საკითხებს, რომელიც განაპირობებს საზოგადოების არჩევანს, მათ შორის იმ უდიდესი ნაწილის საქართველოს საზოგადოებისა, კიდევ ერთხელ განვმეორდები, როგორც კვლევები აჩვენებს უკრაინის საზოგადოებისაც, რომ მათ უნდათ უკეთეს საზოგადოებაში ცხოვრება. რუსეთი არის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო მსოფლიოში მშობლების მიერ მიტოვებული ბავშვებით. რუსეთი არის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო, ლიდერი ამ შემთხვევაში ბრჭყალებით, სადაც ურბანული მოსახლეობის 25%-ს, წარმოიდგინეთ, რამდენ ადამიანზე ვლაპარაკობთ, კანალიზაცია არ აქვს სახლებში.

 

რუსეთი არის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო, რომელშიც ყველაზე მეტი ადამიანი კვდება ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა ალკოჰოლიზმი და, ასე ვთქვათ, განკურნებადი დაავადებები... ადამიანები და საზოგადოებები უნდა წავიდნენ იმ მიმართულებით განვითარებისკენ, რომლითაც მათი და მათი შვილების მომავალი იქნება პოზიტიურად და კარგად უზრუნველყოფილი. დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა».

 

მნიშვნელობა როგორ არ აქვს? ჯერ ერთი, რატომ გვატყუებთ, ბატონო ექსპერტო? ალკოჰოლის მოხმარებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ბრიტანეთია, ასევე, პირველ ადგილზეა ქალთა ალკოჰოლიზმით; ევროპაში პირველ ადგილზეა კოკაინის, ექსტაზისა და ამფეტამინების მოხმარებით. ამ ინფორმაციას ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ცენტრი (EMჩDDA) ავრცელებს.

 

გერმანია იკავებს პირველ ადგილს მსოფლიოში უშვილობის მაჩვენებლით. «ევროსტატის» მონაცემებით, გერმანელ ქალთა 30% და მამაკაცთა 40% უშვილოა. შესაბამისად, გერმანია მესამე ადგილზეა მსოფლიოში მიგრანტების რაოდენობით (მსოფლიო ლიდერი აშშ-ია).

 

საბერძნეთი ლიდერობს (ევროპაში) სიკვდილმისჯილთა რაოდენობით, ბულგარეთი – თვითმკვლელობათა რაოდენობით, რუმინეთი _ თაღლითობაშია პირველი ევროპული ფონდების გამოყენებით (მეორე ადგილზეა გერმანია, მესამეზე _ იტალია), ესპანეთი _ უმუშევრობით. შობადობა სიკვდილიანობას უსწრებს ევროკავშირის მხოლოდ სამ ქვეყანაში: დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში (ისიც, მიგრაციის ხარჯზე). დანია, შვედეთი და პოლონეთი ერთ ადგილზეა გაყინული, ხოლო იტალიაში, ავსტრიასა და გერმანიაში დეპოპულაცია, ანუ მოსახლეობის შემცირება ხდება.

 

თუმცა იმ ჩამონათვალში, რომელიც ბატონმა ექსპერტმა მოიტანა, კიდევ ერთი მაჩვენებელი გამორჩა: რუსეთი ევროპულ სახელმწიფოებში ბოლო ადგილზეა რეზინის პენისებისა და ვიბრატორების რაოდენობით. როგორც ავტორიტეტული ინტერნეტგვერდი Gაყ. ღუ გვამცნობს, ამ საქმეში ლიდერია გერმანია, სადაც ერთ ოჯახში 2,5 ვიბრატორია (საშუალო ციფრია, რა თქმა უნდა), ხოლო რუსეთში 90-დან მხოლოდ ერთი ოჯახი სარგებლობს ამგვარი «სექსუალური თანაშემწით».

 

 საინტერესოა, ამასაც აკრძალულ რიტორიკად ჩაგვითვლის ქალბატონი «მემარჯვენე» თუ, რაკი უმცირესობის საიტის ციტატაა, გვაპატიებს დიდსულოვნად?

 

უკრაინის «გაევროპელებით» შეპყრობილი ჩვენი პოლიტიკური ბომონდი სტატისტიკას ყოველთვის სათავისოდ იყენებს (მიშასავით) და, დასავლეთით რაც კი მდებარეობს, ყველაფრის ქება-დიდებით არის დაკავებული. ახლა ის მთავარი «დემოკრატიის იმპორტიორიც» ვნახოთ, როგორ გამოიყურება და რაში იკავებს პირველ ადგილს!

 

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა:

 

საგარეო ვალით (15 ტრილიონი დოლარი);

 

განათლების სიძვირით;

 

ჯანდაცვის სიძვირით;

 

ლგბტ პირთა რაოდენობით;

 

ნარკოტიკების მოხმარებით;

 

სამხედრო ბიუჯეტით;

 

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაჩაღებული ომების რაოდენობით;

 

პატიმართა რაოდენობით;

 

სამხედრო ბაზების რაოდენობით მთელ მსოფლიოში;

 

სურსათზე შემწეობის მიმღებთა რაოდენობით;

 

ანტიდეპრესანტების მიმღებთა რაოდენობით;

 

ბირთვული იარაღის მარაგებით;

 

მოზარდთა ფეხმძიმობის რაოდენობით _ 22%!

 

მსოფლიოს 130 ქვეყანაში (ჩვენთანაც) სიკვდილით დასჯაზე უარი თქვეს, 68 ქვეყანაში და მათ შორის აშშ-ში სიკვდილით დასჯის მრავალფეროვანი მექანიზმებია: ჩამოხრჩობა, დახვრეტა, ელექტროსკამი, გაზის კამერა და სასიკვდილო ინექცია. 50 შტატიდან 38-ში სიკვდილით დასჯა შენაჩუნებულია.

 

აშშ-ის მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 5%-ს შეადგენს, მაგრამ მთელი მსოფლიოს პატიმართა მეოთხედი სწორედ ამერიკელია. ჩინეთში 1,6 მილიონი პატიმარია, აშშ-ში _ 2,3 მილიონი! ანუ ციხეში ზის ყოველი მეასე ზრდასრული ამერიკელი.

 

რას ერჩოდით მიშას, ბატონებო, განა მან სწორედ ამერიკული მასშტაბებით არ გაავსო ციხეები? რატომ იყო მაშინ ცუდი ის, რასაც მიშა აკეთებდა, ან რატომაა მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები «ყველაზე დემოკრატიული» სახელმწიფო?

 

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში აშშ-ში მშობლებმა 20 ათასი ბავშვი მოკლეს. დაღუპულთა 75% 4 წლისაც არ იყო, ნახევარი _ 1 წელზე უმცროსი! ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამერიკაში მეტი ბავშვია დაღუპული, ვიდრე მთელ მსოფლიოში _ ამერიკელი სამხედრო!

 

მთელ მსოფლიოში გავრცელებული პორნოგრაფიის 80% აშშ-ში მზადდება!

 

ზრდასრულ ამერიკელთა 20%, სულ ცოტა, ერთ ანტიდეპრესანტს მაინც იღებს.

 

აშშ ლიდერია დანაშაულის სტატისტიკით _ 12 მილიონი დანაშაული წელიწადში. მეორე ადგილზე ბრიტანეთია, მესამეზე _ გერმანია (6,5 მილიონი დანაშაული წელიწადში).

 

მსოფლიო მოსახლეობის 5% (ამერიკელები) მსოფლიო რესურსების 30%-ს მოიხმარს. სერიული მკვლელებისა და მანიაკების 74% ამერიკელია.

 

ყოველ წელიწადს აშშ-ში უგზო-უკვლოდ იკარგება 40 ათასი ბავშვი, სულ იტაცებენ 725 ათას ბავშვს. ძირითადი მოტივია ძალადობა, მკვლელობა და ფულის გამოძალვა.

 

36 მილიონი ამერიკელი შიმშილობს, მოსახლეობის 42% სიღარიბის ზღვარზეა. 37%, ანუ 74 მილიონ ადამიანზე მეტი, სექსუალური გადახრებით ხასიათდება. საავადმყოფოებში ავადმყოფთა ნახევარზე მეტი სულით დაავადებულია.

 

ბოლო 10 წლის განმავლობაში არასრულწლოვანი სიკვდილმისჯილების ორი მესამედი სწორედ აშშ-ში დაფიქსირდა.

 

40 მილიონი ამერიკელი, ანუ ყოველი მეოთხე ქალი და ყოველი მეხუთე მამაკაცი 9-დან 12 წლამდე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავების მხრიდან.

 

ყოველ წელიწადს 27 ათასი ამერიკელი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, სუიციდის მცდელობა აქვს 50 ათას ადამიანს.

 

დღეისთვის აშშ-ში ქუჩაში ცხოვრობს 3 მილიონი მოზარდი. 18 წლის ასაკამდე ყოველი მეშვიდე ბავშვი სახლიდან გარბის.

 

ეს მონაცემები ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემებიდან არის აღებული. რას იზამენ ახლა ალასანია და ნაჭყებია, მათაც ენას ჩაუგდებენ თუ მიშასავით თავის ჭკუაზე გადააკეთებინებენ ციფრებს?!

 

თუმცა ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ დასავლეთისადმი ერთგულების მტკიცებაში ჩვენი პოლიტიკური ბომონდი ერთმანეთს ეჯიბრება, რადგან საქართველოს მომავალზე მეტად მათ საკუთარი პარტიების მომავალი ადარდებთ. ქართულ პოლიტიკაში კი ადგილებს სწორედ დასავლეთი ანაწილებს და არა ქართველი ამომრჩეველი! ამ პოლიტიკანთა რიტორიკამ უკვე დაგვაშორა ჩვენი ეროვნული ამოცანების შესრულებას, ისინი კი ისევ იმავეს გაიძახიან და ვერც იმას ხვდებიან, რომ ამ თამაშს «ნაციონალებს» ვერ მოუგებენ. სხვათა შორის, ყველაფერზე დასავლეთს თავს სააკაშვილიც კი არ უქნევდა, ახალი ხელისუფლებისგან განსხვავებით!

 

შემთხვევით ესენი იმას ხომ არ ცდილობენ, რომ მიშა და «ნაციონალური დემოკრატია» მოგვანატრონ?

 

არ გამოვა ეს, პატივცემულო ევროპუპსიკებო!

 

ხალხს, ხომ იცით, არაფერი ეშლება და ეს თიკუნიც სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ თქვენც, სააკაშვილივით, განაჩენი უკვე გამოტანილი გაქვთ. ეს ყველაზე უარესია, რადგან არჩევნებს ხან მოიგებ, ხან წააგებ, მაგრამ, როცა საკუთარი ხალხი უკვე დაგცინის, იქ ყველაფერი დამთავრებულია!

 

თამარ დავითულიანი

 

 

„საქართველო და მსოფლიო“

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016