საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირინა იმერლიშვილი, „უწყებათაშორისი კომისიის" სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა. „საუბარი იყო რამდენიმე საკითხზე, მათ შორის იმ ინციდენტებზე, რომელიც "ნაიცონალური მოძრაობის" პრაიმერის დროს ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში მოხდა"- აცხადებს იმერლიშვილი. შს სამინისტრომ გააკეთა განცხადება თავისი კვლევის დეტალების შესახებ. მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე საუბარი იყო კასპის ინციდენტზე, როდესაც რესურსცენტრში დაბარებულები იყვნენ დირექტორები და განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა გააკეთა თავისი შიდა აუდიტის მიერ მოკვლეული მასალების პრეზენტაცია. "რეკომენდაციები დღეს უწყებათაშორის კომისიას არ მიუღია, რადგან ეს კომისია გადადის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში და მომავალ სხდომაზე, მათ შორის ამ თემებთან დაკავშირებით იქნება შესაბამისი რეკომენდაციები", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.