reportiori.ge - რჩევები, რომელიც ხვრინვასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:13
სხვადასხვა
რჩევები, რომელიც ხვრინვასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ!
ავტორი:
31 იანვარი, 2014. 02:10

ხვრინვა სერიოზულ სოციალურ პრობლემას წარმოადგენს, გარშემო მყოფთათვის უფრო მეტად, ვიდრე მათთვის, ვინც ხვრინავს. ხვრინვა ზოგჯერ ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიის, ჭარბი წონისა და სხვადასხვა ფუნქციური დარღვევის სიმპტომია. ხვრინვას ზრდასრული მოსახლეობის 30%-ზე მეტი უჩივის, მათ შორის - 60 წელს გადაცილებულთა 60%. სასუნთქი ორგანოების ზოგიერთი ანატომიური თავისებურების გამო ხვრინვისკენ უფრო მეტად - ქალებზე დაახლოებით ათჯერ მეტად - მამაკაცები არიან მიდრეკილნი. ყოველ მეათე მამაკაცს აწუხებს ეს პრობლემა.

 

 

მკურნალობა ხვრინვის მიზეზის შეძლებისდაგვარად აღმოფხვრას გულისხმობს. თავი უნდა ვარიდოთ რისკფაქტორებს: ძილის წინ უნდა ვერიდოთ სიგარეტის მოწევას და ალკოჰოლის მიღებას, საძილე საშუალებების გამოყენებას. ექიმები ჭარბი წონის მქონე პაციენტებს წონის დაკლებას ურჩევენ, რადგან ცხიმოვანი მასები კუნთოვან ქსოვილზე ზეწოლის შედეგად ავიწროებს სასუნთქი გზების სანათურს. არსებობს ხვრინვისა და ძილის აპნოეს მკურნალობის კონსერვატიული (მედიკამენტური) და ქირურგიული მეთოდები. კონსერვატიული მკურნალობა მიმართულია სასუნთქი გზების გაფართოებისკენ.

 

 

ცნობილია, რომ გვერდზე წოლისას ადამიანი აღარ ხვრინავს, ამიტომ მხვრინავის პერანგს, ან პიჟამას ძველად ზურგზე პატარა ბურთს აკერებდნენ. მხვრინავი რამდენიმე კვირა არაკომფორტულად იძინებს, მაგრამ დროთა განმავლობაში მიეჩვევა გვერდზე და მუცელზე წოლას და პრობლემაც მოგვარდება. არსებობს სხვა მეთოდებიც მუცელზე და გვერდზე წოლის ჩვევების გამოსამუშავებლად. ბოლო ხანს აფთიაქებში წააწყდებით სპეციალურ პირში ჩასადებ მოწყობილობებსაც, რომლებიც ხვრინვის დაწყებისთანავე მცირე ძაბვით დენს ურტყამს ადამიანს და ამგვარად აიძულებს, გვერდი იცვალოს; ცხვირზე დასაკრავ საშუალებებს, რომლებიც ცხვირით სუნთქვას აუმჯობესებს... არსებობს მედიკამენტური საშუალებებიც, მაგრამ მათი მიღება ექიმთან შეუთანხმებლად არ შეიძლება. გთავაზობთ რამდენიმე ვარჯიშს ენისა და რბილი სასის კუნთების გასამაგრებლად:

 

 

ენა ისე გამოყავით, თითქოს ექიმს მტკივან ყელს აჩვენებთ. რაც უფრო მეტად გამოყოფთ, მით უკეთესი. შეასრულეთ ეს ვარჯიში 30-ჯერ.

 

 

ენა მაქსიმალურად შესწიეთ უკან, ხახის სიღრმეში. ეს ვარჯიშიც 30-ჯერ უნდა შესრულდეს.

ამოძრავეთ ქვედა ყბა წინ და უკან (30-ჯერ).

 

კბილებით დაიჭირეთ რაიმე ნივთი და 5 წუთი მაგრად გეჭიროთ.

 

 

ამ ვარჯიშებით შედეგს ისე მალე ვერ მიიღებთ, მაგრამ თუ მათ ყოველ დილა-საღამოს შეასრულებთ, უკეთესობას ნამდვილად იგრძნობთ. მედიკამენტური საშუალებები ხვრინვის სამკურნალოდ ნაკლებეფექტურია. ხვრინვის ანატომიური მიზეზების აღმოსაფხვრელად ტარდება ქირურგიული კორექცია. ის მოიცავს ოპერაციების კომპლექსს, რომლებიც აუმჯობესებს ცხვირით სუნთქვას, აფართოებს ხახის სანათურს, ამცირებს რბილი სასისა და ხახის ლიმფოიდური ქსოვილის ზომებს. ესენია: ცხვირის ძგიდის გასწორება, პოლიპებისა და გადიდებული ნუშურების ამოკვეთა, პლასტიკური ოპერაციები ხახასა და მაგარ სასაზე. ეს ოპერაციები, წესისამებრ, ლაზერული, ულტრაბგერითი, რადიოქირურგიული ან მექანიკური სკალპელით ტარდება.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016