reportiori.ge - ეკა გიგაური: თუ წინა წლების არჩევნებს შევადარებთ, წინასაარჩევნო გარემო ბევრად უკეთესია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 18:15
პოლიტიკა
ეკა გიგაური: თუ წინა წლების არჩევნებს შევადარებთ, წინასაარჩევნო გარემო ბევრად უკეთესია
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 18:55

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური დადებითად აფასებს უწყებათაშორის კომისიის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლას.  ამის შესახებ მან  უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, გიგაურის განცხადებით, გარკვეული მიმართულებებით რეკომენდაციების შემუშავება მნიშვნელოვანია. "ზოგადად, წარმატებული ფორმატია ის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს აქვთ საშუალება, შეხვდნენ და ერთმანეთს გაუზიარონ შეხედულებები, თუ რა ხდება წინასაარჩევნო გარემოში. თუ შევადარებთ წინა წლების არჩევნებს, წინასაარჩევნო გარემო არის ბევრად უკეთესი", - აღნიშნა ეკა გიგაურმა. მისივე თქმით, არსებობს გარკვეული პრობლემები ადგილობრივ თვითმმართველობებში ბიუჯეტის შეცვლასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით რეკომენდაციები შემუშავდება. გიგაურის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ შს სამინისტრო უფრო ეფექტური იყოს და სხვადასხვა აგრესიული ქმედებები აღკვეთოს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016