reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი: ილჰამ ალიევის ოპონენტების საქართველოში შეკრება რუსეთის შემოგდებულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 18:14
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ილჰამ ალიევის ოპონენტების საქართველოში შეკრება რუსეთის შემოგდებულია
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 19:36

საქართველოს პრეზიდენტი დღეს საპარლამენტო უმცირესობისა და გუბერნატორებთან შეხვედრაზე საქართველოში აზერბაიჯანის ოპოზიციის წარმომადგენელთა შეკრების ფაქტს გამოეხმაურა და მთავრობის წარმომადგენლებს მსგავსი საკითხებში სიფრთხილისკენ მოუწოდა.  მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოში შეიკრიბნენ, რუსეთის დაკვეთით მოქმედებენ. "გუშინ და გუშინწინ საქართველოში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოპონენტების შეკრება გაიმართა, რომლებიც აქ მოსკოვიდან ჩამოვიდნენ. პოლიტიკური აქტიურობის უფლება ყველას აქვს, ჩვენ დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა ვართ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ კონკრეტულ ადამიანებს რუსეთის ფედერაციის უშუალო ხელმძღვანელობა მართავს და აფინანსებს. ეს ხალხი მათ მიერ შემოგდებულია იმ კონკრეტული მიზნით, რომ აზერბაიჯანში პოლიტიკური სტაბილურობა არ გაგრძელდეს. აზერბაიჯანის პოლიტიკური სტაბილურობა საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის საწინდარია. საქართველო არის პატარა, დელიკატურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა. ჩვენ გვყავს მეზობლად სომხეთი, აზერბაიჯანი. ვფიქრობ, ჩვენი ტერიტორია არ უნდა იქნას გამოყენებული რაიმე სახის პოლიტიკური მანიპულაციებისთვის ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ. ამ საკითხში ჩვენ ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ.  ჩვენ პოლიტიკურად თავისუფალი ქვეყანა ვართ, სადაც ადამიანს  საკუთარი აზრის გამოთქმა შეუძლია. აზერბაიჯანთან ურთიერთობა, ისევე, როგორც სომხეთთან და თურქეთთან ურთიერთობა, უკიდურესად დელიკატური თემაა საქართველოსთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ურთიერთობებს გავუფრთხილდეთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016