ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. ცესკო-ს განმარტებით, კანონმდებლობით, პირი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ცესკო სალომე ზურაბიშვილს კანდიდატად იმ შემთხვევაში დაარეგისტრირებს თუ კონსტიტუციაში ცვლილებები შევა. „მოქმედი კანონმდებლობით, ჩვენ არ გვაქვს უფლება ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში პირი დავარეგისტრიროთ. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მომზადებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით კონსტიტუციიდან მოიხსნება შესაბამისი შეზღუდვა, რომელიც ხელს უშლის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავონ, - თუ ასეთი ცვლილება შევა კონსტიტუციაში, ჩვენ მზად ვართ ასეთი პირის დასარეგისტრირებლად", - განმარტევენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.