reportiori.ge - ფინანსთა მინისტრი კომპანია „LAZARD”-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:25
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი კომპანია „LAZARD”-ის წარმომადგენლებს შეხვდა
31 იანვარი, 2014. 19:48

ნოდარ ხადური კომპანია „LAZARD"-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს შორის დავოსში გამართული შეხვედრის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს.


როგორც ფინანსთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანია საქართველოს ბიზნეს-გარემოს შესწავლას და ქვეყანაში ინვესტიცების დაბანდების შესაძლებლობას აქტიურად განაგრძობს. ნოდარ ხადურმა კომპანიის წარმომადგენლებს  მადლობა გადაუხადა იმ დაინტერესებისთვის, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი საფინანსო-საკონსულტაციო კომპანია იჩენს საქართველოს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება.


"LAZARD" დამოუკიდებელი საფინანსო-საკონსულტაციო და აქტივების მართვის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც 1848 წელს დაარსდა. კომპანია 26 ქვეყნის 40 ქალაქში საქმიანობს. სათაო ოფისები ნიუ-იორკში, პარიზსა და ლონდონში მდებარეობს. კომპანიის შემოსავალმა 2012 წელს 1971 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016