reportiori.ge - დავით უსუფაშვილი : დღეს რომ ბაჩო ახალაია სასამართლოს დამნაშავედ ეცნო, პრეზიდენტი შეიწყალებდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 04 მარტი, 2025. 18:43
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი : დღეს რომ ბაჩო ახალაია სასამართლოს დამნაშავედ ეცნო, პრეზიდენტი შეიწყალებდა
ავტორი:
01 აგვისტო, 2013. 20:27

დავით უსუფაშვილი ბაჩო ახალაიას საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. "სასამართლო გრძელდება. პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. გარდა ამისა, მას ბევრი სხვა ბრალიც აქვს წაყენებული და პროცესი გრძელდება. დღეს რომ სასამართლოს ბაჩო ახალაია დამნაშავედ ეცნო და სასჯელი მიესაჯა, ალბათ ამ წუთისთვის ის პრეზიდენტის მხრიდან იქნებოდა შეწყალებული და სადმე გამწესებული", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემა ყველამ უნდა ისწავლოს. "თავად სააკაშვილია, რომელიც გადაწყვეტილებებს არ ემორჩილება და სასამართლოს მიერ მისჯილ პირებს მეორე დღესვე მიღებული დებულების დარღვევით ათავისუფლებს. დღეს სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება რომ გამოეტანა, პრეზიდენტი ახალაიას დღეს საღამოსვე შეიწყალებდა. ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ", - აცხადებს უსუფაშვილი.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016