reportiori.ge - მითები ალკოჰოლზე, რომელმაც შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობა შეიწიროს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:40
სხვადასხვა
მითები ალკოჰოლზე, რომელმაც შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობა შეიწიროს
01 თებერვალი, 2014. 20:11

ვინ მოთვლის რამდენი მოსაზრება არსებობს სასმელებთან დაკავშირებით, რომლისაც ან ჩვენ თვითონ გვჯერა და  ზუსტად იმ მიზნით ვსვამთ, ან უბრალოდ სხვებისგან გვსმენია, მაგრამ საკუთარ თავზე გამოცდისგან თავს ვიკავებთ. „დავლიოთ და გავხურდებით“, „ერთი ჭიქა არაყი გრიპს მოგვირჩენს“, „დაბალი წნევა თუ გაქვს, შავი ღვინო დალიე“, „ენერგეტიკული სასმელი მოგვიხნის დაღლილობას და მოგიყვანს ენერგიაზე“ და სხვ.

 

ახლა კი გავიგოთ ყველა ეს ფრაზა რამდენად შეესაბამება რეალობას, თუ უბრალოდ მითადაა ქცეული.

 

დავიწყოთ ღვინის სარგებლიანობის აღწერით.

სამედიცინო სტატისტიკამ დაადასტურა, რომ ფრანგები, რომლებიც სადილობისას მიირთმევენ თითო ჭიქა კარგ ღვინოს, გაცილებით იშვიათად იღუპებიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ეტანებიან ღვინოს. შავი ღვინის რეგულარული და ჭარბი მიღება არ შეიძლება, მაგრამ თუ არ გადავაჭარბებთ, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის დროს 150 მლ შავი ღვინო, 200 მლ თეთრი ღვინო ან 50-100 მლ სპირტიანი სასმელი ზუსტად ის დოზაა, რომლითაც არა მარტო წნევის მოწესრიგებას შევუწყობთ ხელს, არამედ ათეროსკლეროზის პრევენციასაც მოვახდენთ. როგორც აღმოჩნდა, ღვინოზე გავრცელებული ეს მოსაზრება სინამდვილეს შეესაბამება, თუ ზუსტ დოზას არ გადავაჭარბებთ.

 

მართლა ათბობს თუ არა ალკოჰოლი სხეულს?

სინამდვილეში ალკოჰოლის მიღებისას კანქვეშა ზედაპირული სისხლძარღვები ფართოვდება და ორგანიზმიდან სითბოს გაცემას აძლიერებს.

 

გრიპის დროს ხშირად მედიკამენტების ნაცვლად, ერთ ჭიქა არაყს სვამენ იმ იმედით, რომ გრიპის დამარცხებაში უშველით. სინამდვილეში პირიქით ხდება. ალკოჰოლის იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. ორგანიზმი კი თავად ამარცხებს გაციებას.

 

ხშირად მოგვისმენია ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანებისგან, რომ სასმელმა მოაშია. სინამდვილეში ალკოჰოლი კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიაზიანებას, გასტრიტს, წყლულსა და პანკრეატიტს იწვევს.


დეპრესიაში ჩავარდნილი ადამიანები ხშირად პრობლემების დასავიწყებლად ალკოჰოლს ეძალებიან, თითქოს ამ გზით დარდს იქარვებენ. სინამდვილეში პირიქით ხდება. ალკოჰოლი ამძიმებს დეპრესიას და ხშირად სუიციდისკენაც უბიძგებს ადამიანებს

 

აუმჯობესებს თუ არა ალკოჰოლი ძილს? სინამდვილეში ის ნარკოტიკულ ძილს და დამოკიდებულების ფორმირებას იწვევს.  მსმელი ხშირად უძილობით იტანჯება, რომელიც თეთრ ცხელებაში გადაიზრდება.

 

არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთ ადამიანს დალევა შემოქმედებითაც უფრო პროდუქტიულს ხდის. თუმცა  პირიქით, ის თრგუნავს შემოქმედების ნიჭს. ანადგურებს თავის ტვინის ქერქის ნეირონებს და თანდათანობით ჭკუასუსტობას იწვევს.


ეხმარება თუ არა ალკოჰოლი ადამიანებს დამეგობრებაში? ალკოჰოლზე დაფუძნებული მეგობრობა მანამდე გრძელდება, სანამ ფული გაქვთ, უფულო მსმელი მარტოობისთვისაა განწირული.

 

როგორ შთაბეჭდილებას ახდენს მთვრალი მამაკაცი ქალბატონზე? ზოგს მამაკაცს მიაჩნია, რომ ალკოჰოლი უფრო ძლიერი და ჩამოყალიბებული პიროვნების იმიჯის შექმნაში ეხმარება. სინამდვილეში კი მთვრალი მამაკაცი სულელური და უბადრუკი ჩანს. სჯობს ისევ ქალბატონებს მიმართოთ რჩევისთვის და ჰკითხოთ, როგორი მამაკაცების მოსწონთ მათ.

 

ალკოჰოლი რომ ორგანიზმს ტოქსინებისგან ათავისუფლებს, არც ესაა ახალი მოსაზრება, თუმცა რამდენად რეალურია ეს სხვა საქმეა.

 

სიანამდვილეში ალკოჰოლი თავად ტოქსინია. ის ორგანიზმიდან თირკმელებისა და ღვიძლის საშუალებით გამოდის.

 

და ბოლოს, ახალგაზრდებისთვის ასეთი საყვარელი ენერგეტიკული სასმელი, რომელიც მათ ენერგიას მატებთ, მაგრამ განა მართლა შეუძლია ამ მომჟავო-მოტკბო გემოს სითხეს დაღლილობის მოხსნა და ენერგიაზე მოყვანა, თუ ეს მხოლოდ პლაცებო ეფექტია?

 

ენერგეტიკული სასმელებიდან ზოგი ალკოჰოლულია, ზოგიც უალკოჰოლო. მწარმოებლები მასში კოფეინს, ვიტამინებსა და ნახშირწყლებს ამატებენ.

 

რით არის სასარგებლო ენერგეტიკული სასმელი?

ენერგეტიკული სასმელი შეიცავს იშვიათ B ჯგუფის ვიტამინებს. მათი შემცველობა ადამიანის სადღეღამისო ნორმას შეესაბამება.

 

ენერგოსასმელები შეიცავს ამინმჟავებს, რომლებიც აღადგენს ნეირომედიატორების დანაკლისს, რაც ძილიანობით ვლინდება.

 

რაც შეეხება მის უარყოფით თვისებებს:

დღეში ერთ ქილაზე მეტი კოქტეილის დალევა რეკომენდირებული არა-ნერვული სისტემისთვის ძალზე საზიანოა.

 

ენერგეტიკულ სასმელებში შემავალი ერთ-ერთი ნივთიერება ტაურინი, გულ-სისხლძრღვთა დაავადებებს, არტერიულ წნავას და ტაქიკარდიას იწვევს. დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში არაა გამორიცხული ინფარქტის მიღებაც.

 

ეს არის ჩამონათვალი იმ გავრცელებული მითებისა, რომელიც საზოგადოებაში სასმელებთან დაკავშირებით არსებობს. არჩევანი თქვენზეა, რამდენად გიღირთ ალკოჰოლის ხარჯზე რაიმე მიზნით საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება.

 

                                                                                                            

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016