reportiori.ge - სიზმარი, როგორც დაავადების დიაგნოსტიკა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:05
სხვადასხვა
სიზმარი, როგორც დაავადების დიაგნოსტიკა
ავტორი:
01 თებერვალი, 2014. 20:16



ხშირად როდესაც ადამიანები სიზმარს ხედავენ, ცდილობენ ის გაშიფრონ და გაიგონ რას შეიძლება ნანახი მოასწავებდეს, ან აუხდებათ ის თუ არა.


ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ცუდი სიზმარი იმას მიანიშნებს, რომ კარგად აუხდებათ. მაგრამ ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ ადამიანის ტვინს შესწევს უნარი მოსალოდნელი დაავადება იწინასწარმეტყველოს.  ეს ხუმრობა არ გეგონოთ, რადგან კვლევამ სწორედ ამ დასკვნის გაკეთების საშუალება მისცა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ კასიტკინს.


მან 1410 პაციენზე ჩაატარა ცდა და მათ მიერ ნანახი 27 300 სიზმარი განიხილა. ამის მიხედვით შეადგინეს ინფოგრაფიკა, თუ რომელი სიზმარი რა დაავადებას შეიძლება მოასწავებდეს.


თუ სიზმარში ხედავთ ჩხუბს, დანის დაჭრას და სისხლს, ეს თირკმელების დაავადებას მოასწავებს.


დაკრძალვა, დევნა, თვალთვალი და უფრსკრულში გადავარდნა გულის დაავადებებს გიწინასწარმეტყველებთ.


თუ ძილში მძიმე ტვირთს ეზიდებით, მდინარის გადაცურვას ან მთაზე ასვლას ცდილობთ, მაშინ ეს ჰიპერტონიის ნიშნებია.


თუ თქვენ უჟანგბადო პლანეტაზე აღმოჩნდით, ან ისეთ ადგილას, სადაც სუნთქვა გიჭირთ, მაშინ ბრონქიალური ასთმის მომასწავებელ სიზმარს ხედავთ.



თუ სიზმარში უმი ხორცხი, გაფუჭებული თევზი, საჭმელად უვარგისი რაიმე მიირთვით, ან კბილი ჩამოგივარდათ, ეს სიზმარი კუჭ-ნაწლავის დაავადებას გიწინასწარმეტყველებთ.


თუ ძილში უღრან ტყეში, ჩიხში, ან მაღალ კედელთან აღმოჩნდით, ეს ყოველივე რეალობაში დეპრესიას გიქადდით.



ხოლო თუ  ძილში გაყინულ წყალში ბანაობთ, ვიწრო და მოუხერხებელი ტანსაცმელი გაცვიათ, დაუოკებელი წყურვილის გრძნობა გტანჯავთ, მაშინ ეს გრიპის ნიშნებზე მიუთითებს და დილიდან თბილად უნდა ჩაიცვათ.


თუ თქვენ თავის ტკივილი გაწუხებთ, დაფიქრდით სიზმარში თავის ტრავმა ხომ არ მიგიღიათ, ან თავზე უხერხული მოკაზმულობა ხომ არ გქონიათ.




                                                                                     (მოამზადა თამარ ნადარეიშვილმა)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016