reportiori.ge - მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:45
რელიგია
მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს
02 თებერვალი, 2014. 11:00

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია  ღირსი ექვთიმე აღმსარებელის (ერისკაცობაში ევსტათე კერესელიძე)  ხსენებ დღეს აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით, 10:00 საათდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, უწმინდეს და უნეტარეს, ილია მეორე საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ღირს ექვთიმე აღმსარებელს დიდი წვლილი მიუძღვის უძველესი ქართული საგალობლების გადარჩენასა და შენახვაში.

იგი1865 წელს რაჭაში, სოფელ სადმელში დაიბადა. მან ცნობილი მომღერალისა და მუსიკოსისგან ფილიმონ ქორიძისგან ევროპული სანოტო დამწერლობა შეისწავლა და არა ერთი ნივმებით დაწერილი უძველესი ქართული საგალობლები ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადაიტანა. ესტატე კერესელიძეს განსაკუთრებული ნიჭი და ლამაზი კალიგრაფია აღმოაჩნდა და ფილიმონ ქორიძე საგალობელთა სანოტო ხელნაწერების გადათეთრება მას მიანდო.


1912
წელს ესტატე კერესელიძე გელათის მონასტერში მორჩილად განწესდა. 1913 წლიდან კი მისი ყველაზე დაძაბული მოღვაწეობა დაიწყო. მან გადაწყვიტა, ზედმიწევნით მოეწესრიგებინა ფილიმონ ქორიძის ნოტებზე გადატანილი საგალობლები და ტიპიკონის მიხედვით გაეწყო, ამიტომ მრავლად შეიძინა სანოტო ფურცლები და შეუდგა ხელნაწერი ნოტების მოწესრიგებასა და გადათეთრებას.


1921
წელს, ქუთაისში კომუნისტური ხელისუფლების მისვლისთანავე მამა ექვთიმე დააპატიმრეს, როგორც ახალი წყობისათვის არასაიმედო პიროვნება. თუმცა, ბრალდების არქონის გამო რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს. 


1923
წელს გელათის მონასტრის დახურვის შემდეგ, მამა ექვთიმემ მოახერხა საგალობლების კრებულები ჯერ ქუთაისში ერთ-ერთ ოჯახში გადაემალა, შემდეგ კი მოგვიანებით მარტომ ურმით მცხეთაში ჩამოიტანა. იმის გამო, რომ კომუნისტებს უძველესი ქართული საგალობლები არ გაენადგურებინათ, მამა ექვთიმემ სანოტო კრებულები საგულდაგულოდ ჯერ სვეტიცხოველში, შემდეგ კი ზედაზნის მონასტერში გადამალა. დიდ რკინის ყუთებში საიმედოდ დაცული მიწაში დაფლა. 


1929-44
წლებში მამა ექვთიმე ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა.

1935 წლის ნოემბერში მან სახელმწიფო მუზეუმს გადასცა 34 სანოტო კრებული, რომელიც 6000-მდე საგალობლისგან შედგებოდა.

ყველა ეს საგალობელი ამჟამად კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული. 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016