reportiori.ge - ნინო ბურჯანაძემ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ დეტალური ჩვენება მისცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:38
სამართალი
ნინო ბურჯანაძემ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ დეტალური ჩვენება მისცა
03 თებერვალი, 2014. 13:26

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე დაკითხვისას დატალურად გაიხსენა 2010 წლის ნოემბრიდან, ანუ სახალხო კრების დაარსებიდან 2011 წლის 26 მაისის მოვლენები და შემდეგი პერიოდი.

 

26 მაისს იყო დაგეგმილი, რომ მსხვერპლი უნდა ყოფილიყო, პოლიციელი დაღუპულიყო. ეს არ იყო მიტინგის დაშლა, არამედ მასშტაბური სადამსჯელო ოპერაცია იყო. იმ მანქანას, სადაც ჩემი შვილი იჯდა, ნამდვილი ტყვიები ესროლეს, ხოლო ჩემს ექსორტზე სპეცრაზმელები იყვნენ შემხტრები, რომლებსაც ჩემი ცემა ჰქონდათ დავალებული“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

რაც შეხება იმას, თუ როდის დატოვა ტერიტორია თავად, ბურჯანაძის თქმით, ეს იყო 00:22-საათიდან 00:25-სთ-მდე პერიოდი.

 

თავიდან ავრცელებდნენ, რომ მივატოვე მომიტინგეები და გავიქეცი, შემდეგ 03:30-სთ-ზე გავიდა ეთერში ინფორმაცია ჩემი ექსკორტის მიერ პოლიციელის გატანის თაობაზე“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

მისივე თქმით, მას პატრიარქთან ჰქონდა აუდიენცია და სთხოვა, ეშუამდგომლა ხელისუფლებასთან, რომ მოსაფიქრებელი დრო გაეხანგრძლივებინათ მომიტინგეებისთვის, თუმცა პატრიარქმა უთხრა, რომ ბაქრაძემ და სააკაშვილმა მას ამ თხოვნაზე უარი უთხრეს.

 

 

ბურჯანაძემ ყველა ადამიანს და მათ შორის 26 მაისს დაღუპულ პოლიციელის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მზადყოფნა გამოთქვა, მათთან ერთად ან მათ გარეშე ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად ყველაფერი გააკეთოს

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016